ნუ იჩქარებთ ხელოვნური კვების დამატებას თუ თქვენს პატარას საკვები არ ჰყოფნის და ფიქრობთ, რომ საკმარისი რძე არ გაქვთ, ნუ იჩქარებთ ხელოვნური კვების დამატებას. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ლაქტაციის მოსამატებლად.
1. კონტაქტი
რაც უფრო მეტს წოვს ბავშვი და ხშირ-ხშირად, მით უფრო იზრდება ლაქტაცია. ეს განსაკუთრებით აქტუალურია პირველ თვეებში.
2. ჭამა სურვლის მიხედვით
აჭამეთ ბავშვს, როცა მოშივდება. თუმცა, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ დაბადებიდან პირველ თვეებში ღამე ორ-სამჯერ მაინც მოგიწევთ გაღვიძება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღამის ჭამა. რადგან სწორედ ღამე გამოიყოფა ძუძუთი კვების ჰორმონი და მას სტიმულაცია სჭირდება.
3. ისწავლეთ მოდუნება
სტრესი და ნერვიულობა ლაქტაციური კრიზისის ხშირი მიზეზია. მიეცით თავს უფლება, დატკბეთ ძუძუთი კვების პროცესით. ასეთი მომენტები აღარ განმეორდება თქვენი და თქვენი შვილის ცხოვრებაში.
4. ჩაი და სითხეები
დღეში 8-10 ჭიქაზე მეტ წყალს ნუ დალევთ, მაგრამ ნურც უწყლობა შეგაწუხებთ. დააყენეთ ლაქტაციის მასტიმულირებელი ბალახებისა და სანელებლების ჩაი. გამოიყენეთ: ჭინჭარი, ძირა, ანისი, ბეგქონდარა, თავშავა, ცერეცო და სხვები. რძეში კალორიულობის მოსამატებლად მიირთვით ნიგვზის რამდენმე ლებანი.
5. გამოიწურეთ რძე
თუ ზემოჩამოთვლილმა მეთოდებმა შედეგი არ მოგიტანათ, გამოიწურეთ რძე. ეს დაგეხმარებათ მეტი რძის დაგროვებაში. გამოწურვა დღეში 3-6 ჯერზე მეტად არ ჩაიტაროთ. რძე შეგიძლიათ გაყინოთ და საჭიროებისამებრ გამოიყენოთ, როცა პატარას მოშივდება, თქვენ კი შინ არ იქნებით.
6. რძის ნაწარმი
ბევრი დედის გამოპცდილებამ დაასტურა, რომ რძის ნაწარმი, განსაკუთრებით კი მაწონი, ლაქტაციას უმატებს. თავიდან, თუ ხედავთ, რომ ბავშვს ცოტაც ჰყოფნის, ნუ ეცდებით რძის მომატებას - რძე, რომელსაც ბავშვი ვერ მოერევა, ძალიან შეგაწუხებთ.
7. პური და ხორბალი
დღეში 800 გრამამდე პური რძის მოსაყვანად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა. ასევე კარგად მოქმედებს ხორბლის ნახარში. რა თქმა უნდა, ეცადეთ, გამომშრალი და ნაკლებსაფუარიანი პური მიირთვათ, რომ კუჭის პრობლემები არ გაგიჩნდეთ.