საინტერესო წლებმა მელანის სხეულზე თავისი კვალი დატოვა. ეს ფოტოებიდანაც ჩანს ალბათ იცით, ზოგჯერ რა ცოტაა საკმარისი იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა დაკარგო. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი უსიამოვნო შემთხვევა ან სულაც ერთი ნაოჭი თვალთან, რომელიც ადრე არ შეგიმჩნევია. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნო?
ეს კითხვა დაუსვა თავის თავს ახალგაზრდა დედამ კანადიდან, რომელმაც სამი შვილი გააჩინა.
ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რეალობისთვის გაესწორებინა თვალი, მიეღო თავისი სხეული ისეთი, როგორიც იყო მშობიარობების შემდეგ.
ეს იყო გულახდილი ფოტოსესია. მელანი და გაბი პირველად 2013 წელს გახდნენ მშობლები. ერთი წლის შემდეგ ახალგაზრდა დედამ გააჩინა ტყუპი. ახლა მათ ჰყავთ ბიჭი და ორი გოგონა, თუმცა საინტერესო წლებმა მელანის სხეულზე თავისი კვალი დატოვა. ეს ფოტოებიდანაც ჩანს.
ყველაფერი გადაწყვიტა შემთხვევამ: მელანიმ შემთხვევით ნახა ფოტოგრაფის განცხადება, რომელიც ეძებდა შეყვარებულ წყვილს ფოტოსესიისთვის. ქალმა გადაწყვიტა დაერეკა და მოდელის როლში თვითონ და თავისი მეუღლე შეეთავაზებინა.
ტრინა დათანხმდა წყვილის კანდიდატურას. ფოტოსესიის კონცეფციაც სწორედ იყო ის, რომ ესწავლებინა ადამიანისთვის საკუთარი სხეულის მიღება ნებისმიერი ცვლილების შემდეგ. მელანი ყვება, რომ ტყუპის გაჩენის შემდეგ რწმენა საკუთარი სხეულის მიმზიდველობისა სრულიად დაკარგა, რადგან აღარ ფიქრობდა გარეგნობაზე. მისთვის მთავარი იყო გაეჩინა ჯანმრთელი ბავშვები და მომზადებულიყო სამი შვილის აღსაზრდელად. ახლა მას დაუბრუნდა თავდაჯერება, ის გრძნობს თავს ლამაზ და სასურველ ქალად, რასაც ამტკიცებს საკმაოდ გულახდილი ფოტოსესია.