მისი ბავშვები არასოდეს ყოფილან ექიმთან და არ დადიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში... ბრიტანელი ქალი თვლის, რომ სავსებით ნორმალურია 5 წლის ბიჭისთვის ძუძუს წოვება და უარს აცხადებს მედიკამენტებზე.
ადელი ბავშვების ბუნებრივად აღზრდის მომხრეა. ადელმა და მისმა მომხრეებმს უარი თქვეს თანამედროვე მედიცინაზე, ტრადიციულ სასკოლო განათლებაზე და მხარს უჭერენ ხანგრძლივ ძუძუთი კვებას. 32 წლის ადელი და 33 წლის მეთი თავიანთი აღზრდის მეთოდს უწოდებენ "აღზრდას პირობების გარეშე", - მათი შვილები კი 5 წლის ულისი და 1 წლის ოსტარა ამ დრომდე იკვებებიან დედის რძით. არასოდეს ყოფილან ექიმთან და არ დადიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ადელმა ორივე ბავშვი დამოუკიდებლად გააჩინა - ექიმის გარეშე: გვერდით ჰყავდა მხოლოდ მეუღლე.
ადელი ამბობს: "სამშობიაროში მშობიარობა არ მინდოდა ბევრი მიზეზის გამო, ძირითადად დაკვირვების მეთოდის გამო. გარდა ამისა, სახვადასხვა ჩარევა ზედმეტად მიმაჩნია მაშინ, როდესაც ბუნებრივ პირობებში იმყოფები".
ადელმა და მეთმა გადაწყვიტეს პრაქტიკა გაევლოთ "ლოტოსის მშობიარობაზე", რაც ნიშნავს იმას, რომ ჭიპლარი არ მოეჭრათ ქირურგიული მეთოდით - მშობიარობის შემდეგ. ადელი პლაცენტას ატარებდა ცივ მდგომარეობაში (მან დააყარა მარილი და მოაყარა ვარდის ფურცლები) მანამ, სანამ თვითონ არ მოვარდა ჭიპლარი.
"ორივე შემთხვევაში ჭიპლარის მოვარდნას 7 დღე სჭირდება, რამდენადაც ვიცი, ეს აბსოლუტურად უსაფრთხოა და ჩვენს შემთხვევაში კარგად იმუშავა. მე დიდი სიფრთხილით ვეკიდები მშობიარობის შემდგომ პერიოდს და პირველი კვირა საერთოდ არ გავსულვარ სახლიდან. უბრალოდ პლაცენტა თან დამქონდა საპირფარეშოში და სამზარეულოში".
მისი 5 წლის ბიჭი რეგულარულად იკვებება დედის რძით. "ულისი აქამდე წოვს ძუძუს. მას შემდეგ, რაც გოგონა გაჩნდა, რძის რაოდენობამ იკლო. ვფიქრობ როდესაც აღარ მოუნდება ჩემს ბიჭს ძუძუთი კვება- თვითონ გადაწყვეტს და დაანებებს თავს, ეს არის ჩვეულებრივი ბუნებრივი მიდგომა", - ამბობს ადელი. ბავშვები არ იკეთებენ ვაქცინებს. ერთადერთხელ მოუწიათ ექიმთან შეხვედრა, როდესაც ულისს ასთმის შეტევა დაემართა.
"ვფიქრობ, ბავშვების ჯანმრთელობისთვის სხვა დამატებითი ღონისძიებები არ არის საჭირო - გარდა ძუძუთი კვებისა. არ მიმაჩნია მართებულად შევუშვა ბავშვების სისხლში უცხო ნივთიერება. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ კონტაქტი მიკრობებთან ბუნებრივ პირობებში", - ამბობს ადელი.
ადელი არ ენდობა თანამედროვე მედიცინას, უპირატესობას ანიჭებს ავადმყოფობების ბუნებრივად მკურნალობას: თვალის ინფექციების დროს თვალში აწვეთებს რძეს, აქტიურად ასმევს ლიმონის წვენს - გაციების დროს. "თუ გამოიყენებთ სამკურნალო ბალახებს, არ გაანადგურებთ სასარგებლო ბაქტერიებს მავნე ბაქტერიებთან ერთად, ყველაფერს უშველით. მე რომ სიმსივნე აღმომაჩნდეს, აუცილებლად ვიმკურნალებდი ბუნებრივი საშუალებებით. მჯერა ამისი და საკმარისად გამოვცადე ეს მეთოდი, რომელიც რეალურად მუშაობს", - ამბობს დედა.
ადელი და მეთი ასევე მომხრეები არიან ბუნებრივი ურთიერთობების. მათ ოთხივეს სძინავთ ერთ ოთახში. ადელი ყვება: "ჯერ ვაძინებთ ყველაზე პატარას. ული ძირითადად თვითონ ირჩევს დროს ძილისთვის, რადგან ის არ დადის სკოლაში, მას როცა უნდა, მაშინ იღვიძებს დილით".
ოსტარა და ულისი არ დადიან საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამის მაგივრად მთელ დღეს ბუნებაში ატარებენ და შეისწავლიან მცენარეებს. "დიდ დროს ვატარებთ ბუნებაში. ბავშვებისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ცხოველებთან და ბუნებასთან კონტაქტი, ვიდრე პლასტმასის სათამაშოებით თამაში. ოსტარას ძალიან უყვარს თამაში წყლის გუბეებში. ბაღში უყვარს პიტნის ფოთლების მოძებნა და ჭამა. უკვე ასეთ პატარა ასაკში ის ფიქრობს, თუ რისი ჭამა შეიძლება და რისი არა", - ამბობს ადელი. მშობლები თვლიან, რომ წერა და კითხვა - სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარებია, მაგრამ არ სურთ თავს მოახვიონ და ძალით ასწავლონ ბავშვებს. ულისმა იცის ასოები და ციფრები. ადელი ამბობს: "არ მაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ასაკში იცოდეს წერა-კითხვა. როდესაც ქუჩაში მივდივართ, ისინი ხედავენ წარწერებს მაღაზიის თავზე, საგზაო ნიშნებს, ციფრებს საკანალიზაციო ჭებზე... სწავლება ხდება თავისთავად".
მშობლები არ ღელავენ იმაზე, რომ არატრადიციული მეთოდები უარყოფითად იმოქმედებს ბავშვებზე. "ვფიქრობ, ამ მეთოდით გაზრდილი ბავშვები გაიზრდებიან წარმატებული მმართველები, რადგან მათ ისწავლეს ისე, რომ არ იქნებიან ვიღაცის დაქირავებული თანამშრომლები, მათ სურთ შექმნან საკუთარი ბიზნესი". მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები თითქმის მთელ დღეს ქუჩაში ატარებენ, მშობლები არ იყენებენ მათთვის მზის დამცავ საშუალებებს, როგორც ამას აკეთებენ სხვა მშობლები.
ადელს აქვს საკმაოდ პოპულარული ბლოგი და მიუხედავად უარყოფითი კომენტარებისა, ადელი და მეთი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ყველაფერს სწორად აკეთებენ. ამჟამად ოჯახი ფულს აგროვებს, რათა გადავიდეს კოსტა-რიკაში და იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. "ჩვენი საბოლოო მიზანი - თვითდაფინანსებაა. გვინდა ავიღოთ დიდი მიწის ნაკვეთი და მოვიყვანოთ საკვები პროდუქტები. გვქონდეს თავისუფალი შეხება ველურ ბუნებასთან და მის ჩვეულ მდგომარეობასთან", - ამბობს მეთი.