შეავედრეთ შვილები უფალს, ღმერთს, რომლის ნებითაც გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე... უფლის პირველი შვილი
ღმერთმა თავის სახის მსგავსად შექმნა ადამი (ადამიანი), რომელსაც თავისი სახლიმისცა, ედემის ბაღი და უფლება სიცოცხლის. უფლის პირველ შვილს ჰქონდა ყველანაირი ხელშეწყობა მამისაგან, უზრუნველი ცხოვრება და საკვები.
შემდეგ უფალმა მას ნეკნისაგან შეუქმნა მეუღლე ევა, რომელიც იყო ერთგული ქალი, მომავალში მისი შვილების დედა.
ამით უფალმა თავის შვილსაც მისცა უფლება, ჰყოლოდა ოჯახი და შვილები.
ადამს და ევას, უფლის პირველ შვილებს, თავადაც ეყოლათ საკუთარი შვილები, რომლების სიყვარულითაც კიდევ უფრო გაუძლიერდათ უფლის სიყვარული და პატივისცემა.
წმინდა სოფიოს ხატიქრისტეშობიდან 100 წლის შემდეგ იტალიაში დაიბადა ქალი, რომელიც უფლის მოშიში იყო. მას სოფიო ერქვა. შეეძინა სამი ქალიშვილი, პისტი ანუ რწმენა, ელპიდი ანუ სასოება და აღაპი ანუ სიყვარული. მათ ოჯახს, ისევე როგორც ყველა ქრისტიანს, მკაცრად დევნიდნენ და უსწორდებოდნენ მაშინდელი მთავრები. წმინდა სოფიოც შეიპყრეს და საკუთარი თვალით აყურებინეს შვილების წამებას. აიძულებდნენ, უარი ეთქვა სარწმუნოებაზე. წმინდანმა არ დასთმო თავისი ჭეშმარიტი რწმენა, რის გამოც დაუხოცეს შვილები. შვილმკვდარმა დედამ სამივე დაასაფლავა და შემდეგ თავადაც განუტევა სული.წმინდა სოფიოს ხატი, რომელზედაც მისი შვილებიც არიან გამოსახულნი, ოჯახის და შვილების მცველი ხატია, რომელსაც დიდი ძალა აქვს.იგი ქრისტიანულ ხატებს შორის ერთ-ერთი ხატია, რომლის წინაც უშუალოდ შვილების კეთილდღეობისათვის ინთება სანთელი. (იხილეთ დაწვრილებით წმინდა სოფიოს შესახებ)
შვილების დამცველი მრავალი ხატია დაწერილი, რომლებიც იცავენ და სიკეთით აღავსებენ პატარების სულს. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია მე-9 საუკუნით თარიღდება.
ბიზანტიაში ამ დროს ხატებს და ქრისტიანებს ებრძოდნენ და ანადგურებდნენ. თავად ხატის ისტორიაც ბევრი გაჭირვებითაა სავსე. მრავალჯერ გადაურჩა ურწმუნოებს და ზღვის მეშვეობით თავად მიბრძანდა ათონის მთასთან. ხატი წყლიდან ამოიყვანა ქართველმა ბერმა, ღირსმა გაბრიელმა და წააბრანა მონასტერში. ხატი დაბრძანებულია ათონის ივერონის მონასტერში. იგი მონასტრის კარიბჭეში თავად დაბრძანდა და ამის გამო ეწოდება „კარიბჭის მცველი“. მის წინ ანთია მოოქროვილი, ვერცხლის 12 უქრობი კანდელი.
ხატი მოჭედილია სამცხის ეპისკოპოს ამბროსის დიდი ღვაწლით ქართველი ოსტატისაგან და აქვს ქართული წარწერა. მრავალი სასწაული მოხდა ამ ხატის ძალითა და მადლით. სწორი ცხოვრება და უფლისკენ სიარული, ღვთისმშობლისადმი ლოცვა, აუცილებლად შეეწევა შვილებს.
მშობიარეთა და შვილთა შემწე ხატი
არსებობს ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც წმინდა მარიამი უმანდილოდაა გამოსახული. ხატზე ღვთისმშობელი გრძელი თმით და ზემოთ აპყრობილი, შეერთებული ხელებითაა გამოსახული. ამ ხატს ჰქვია მშობიარეთა და შვილთა მფარველი ღვთისმშობლის ხატი. ეს არის სწრაფშემსმენი ხატი, რომელზეც გაჭირვებული დედები ლოცულობენ, ავედრებენ გასაჩენ და გაჩენილ შვილებს. იგი არის მეოხი ადამის ყველა შვილის მიმართ. იხილეთ სრულად