ფოტოგრაფი 10 წელი მუშაობდა გადაღებებზე ცნობილი ფოტოგრაფი, ლენარტ ნილსონი 10 წელი მუშაობდა გადაღებებზე, რომელზეც ადამიანის ემბრიონის ევოლუცია იქნებოდა ასახული ჩასახვიდან ამქვეყნად მოვლინებამდე. საერთაშორისო აღიარება მას 16-გვერდიანმა ფოტოგამოცემამ მოუტანა,რომელზედაც ემბრიონი იყო გამოსახული. ფოტოები ჟურნალმა Life-მა 1965 წელს გამოაქვეყნა.
ჩანასახის პირველი ფოტო მან ჯერ კიდევ 1957 წელს მიიღო, მაგრამ გამოსახულებას ხარისხი აკლდა. ხარისხიანი ფოტოები მან სამედიცინო ხელსაწყო, ცისტოკოპით გადაიღო (ხელსაწყო შარდის ბუშტის დასათვალიერებლად), რომელსაც კამერა მიამაგრა. ამ მიგნების წყალობით, მთელმა მსოფლიომ იხილა დედის მუცელში ბავშვის ზრდა-განვითარება.
პირველი წიგნი მოპოვებული ფოტოების თანხლებით ”ბავშვის დაბადება” 1965 წელს გამოვიდა და რამდენიმე დღეში გაიყიდა. ამ დრომდე ის მსოფლიოს ყველაზე ცნობილ გამოცემად სახელდება.
1. სპერმატზოიდი კვერცხუჯრედთან შესახევედრად მიემართება
2. კვერცხუჯრედი
3. 200 მილიონიდან ერთადერთი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში ხვდება
4. გაკვეთილი სპერმატოზოიდი. თავში გენეტიკური მასალაა თავმოყრილი
5. ერთ კვირაში ჩანასახი საშვილოსნოში გადაინაცვლებს
6. კიდევ ერთი კვირის შემდეგ ჩანასახი საშვილოსნოს კედელს მიემაგრება
7. ეს ნაცრისფერი გამოსახულება - მომავალი თავის ტვინია
8. მე-18 დღე. გული ფეთქვას იწყებს
9. 28-ე დღე
10. მე-40 დღე. ყალიბდება პლაცენტა
11. 8 კვირის ჩანასახი
12. 10 კვირის ჩანასახი - ქუთუთოების ჩამოყალიბება
13. 16 კვირის ემბრიონი საკუთარ ხელებს შეისწავლის
14. სისხლძარღვების ქსელი მოჩანს
15. 18 კვირა - ესმის ხმები და მათზე რეაგირებს
16. 20 კვირის - თავის თითს წოვს
17. 6 თვის
18. 36 კვირის, ერთი თვეც და ქვეყანას მოევლინება