ყოველი ახალი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობისთვის კიბოს მეცნიერები განუწყვეტლივ იკვლევენ და მათი ყოველი ახალი დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობისთვის.
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ამერიკელი სპეციალისტების კვლევის შედეგები. ისინი ქალის ორგანიზმში კიბოს წარმოქმნის მიზეზებს სწავლობდნენ. მათი დასკვნით, სისტემატური უძილობა ის რისკფაქტორია, რაც შეიძლება მკერდის კიბოს მიზეზი გახდეს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუდმივი უძილობა ქალებში სერიოზული დაავდებების მიზეზი ხდება. ძილის დროს კი წარმოიქმება უმნიშვნელოვანესი ჰორმონი, რომლიც კიბოს უჯრედებს ებრძვის.
მეცნიერები ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდნენ, რაც ლაბორატორიულ პირობებში ხელოვნურად გამოზარდეს კიბოს უჯრედები, რომლებსაც მამოსფერო ეწოდება. მათზე დაკვირვებით წარმოადგინეს მეცნიერებმა დასკვნა .
ექსპერიმენტის შედეგად დაამტკიცეს, რომ მანდილოსნებს, რომლებიც უძილობას უჩივიან, ჰორმონ მელატონინის ნაკლებობა აღენიშნებათ, რომელსაც თავის ტვინი გამოიმუშავებს და იგი ძილიანობას იწვევს.
საფრთხის ქვეშ არიან აგრეთვე, ადამიანები, რომლებიც მცოცავი გრაფიკი მუშაობენ, მორიგეობისას ღამის თენება უწევთ და ძილის რეჟიმი დარღვეული აქვთ.
მეცნიერების საბოლოო დასკვნა ასეთია, თუ მელატონინის დონეს ბუნებრივი გზით გაზრდა არ გიხერხდებათ, მიირთვით ისეთ პროდუქტები, რომელიც შეიცავს მელატონინს, მაგალითად ბანანი, ალუბალი, აგრეთვე, მარცვლეული და ხორცი.