"არ ხართ ვალდებული, როცა ავად ვიქნები, ღამეები მითიოთ", - ერთი ქართველი დედის წერილი შვილებს "ალბათ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი, როცა თქვენი გაჩენა გადავწყვიტე. დიახ, მე გადავწყვიტე დაბადებულიყავით, ეს ჩემი არჩევანი იყო და არა თქვენი. მე გადავწყვიტე, 9 თვე მუცლით მეტარებინეთ, 3 თვე გულისრევით დავტანჯულიყავი, მე გადავწყვიტე, მთელი ეს 9 თვე 70/40-ზე ან უფრო დაბალი წნევით მევლო, პულსი 120-130 მქონოდა, მე გადავწყვიტე, ტანზე საშინელი სტრიები გამჩენოდა და დარჩენილი წლები ცელულიტებთან უშედეგო ბრძოლაში გამეტარებინა. მე გადავწყვიტე, ღამეები მეთენებინა, თქვენთვის ცხოვრება შემომეწირა. ეს ყველაფერი მე გადავწყვიტე, თქვენთვის არაფერი მიკითხავს, ამიტომ არ ხართ ვალდებული ჩემს წინაშე, არ ხართ ვალდებული, როცა დავბერდები და ჭამისას დავისვრები, გამასუფთაოთ, როცა რამე დამავიწყდება და უაზროდ დავიწყებ ლაპარაკს - მომისმინოთ. არ ხართ ვალდებული, როცა ავად ვიქნები ღამეები მითიოთ, ჩემ გამო საკუთარ ოცნებებზე, სურვილებზე, მისწრაფებებზე უარი თქვათ. თქვენი დაბადება მე გადავწყვიტე და მხოლოდ მე ვარ ვალდებული თქვენს წინაშე...
თქვენ თავისუფლები ხართ ყოველგვარი ვალდებულებისგან."
მერი ბლიაძე