როცა მეძუძურ დედას სამსახურში გასვლა უნდა...
ჩემი 4 თვის პატარა ბუნებრივ კვებაზეა. სამსახურს აუცილებლად უნდა დავუბრუნდე, მაგრამ არ მინდა, ბავშვი ძუძუს მოვწყვიტო. დასაშვებია თუ არა გამოწველილი რძის მიცემა? თუ კი, როგორ შევინახო, რომ ბავშვს არ ავნოს?
მეძუძურ დედასაც აქვს უფლება, სრულფასოვნად იცხოვროს - იაროს სამსახურში, შეხვდეს მეგობრებს... თუ ქალი მსახურობს, მაგრამ მხოლოდ რვა საათით გადის შინიდან, ჩვილს, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი კვება უცდება. ეს პრობლემა 6-7 თვემდე გასტანს. როგორც კი პატარა დამატებითი საკვების მიღებას დაიწყებს, დედას მდგომარეობა შეუმსუბუქდება. დამატებით საკვებს - ბოსტნეულის პიურეს ან ფაფას - ჩვილი მიიღებს შუადღისით, როდესაც დედა სამსახურშია, მანამდე კი შეგიძლიათ, რძე გამოიწველოთ და ბავშვის მომვლელს დაუტოვოთ. სწორად შენახვის შემთხვევაში რძე სასარგებლო თვისებებს არ კარგავს. გამოწველილი რძე დროულ ახალშობილს შეგიძლიათ მეექვსე დღიდანვე მისცეთ.
აუცილებელია, დაიცვათ ჰიგიენის მარტივი წესები:
გამოწველის წინ ხელები საგულდაგულოდ დაიბანეთ საპნით; გამოსაწველი აპარატი წინასწარ გარეცხეთ საპნითა და თბილი წყლით. გამოწველილმა რძემ სასარგებლო თვისებები რომ არ დაკარგოს, დაიხსომეთ: 150C ტემპერატურაზე რძე 24 საათს ინახება; 19-200C ტემპერატურაზე - მხოლოდ 10 საათს; 250C ტემპერატურაზე - 4 საათს; მაცივარში, 40C ტემპერატურაზე - 8 დღეს; მაცივრის საყინულეში, რომელსაც ცალკე კარი აქვს - 3 თვეს. იხილეთ გაგრძელება