ეს არის დედობა. არანაირი ფილტრები, კარგი განათებები და... წარმოიდგინეთ დგახართ სუპერმარკეტში, ნერვიულობთ, რადგან ვერ ირჩევთ საჭირო პროდუქტს იმის გამო, რომ გვერდით ახალგაზრდა დედა ვერ აჩერებს თავის ატირებულ და ისტერიკაში ჩავარდნილ შვილს. რას იფიქრებთ მასზე?
ახალგაზრდა დედამ სამხრეთ ვირჯინიიდან გამოაქვეყნა პოსტი ფეისბუქზე, რომელიც დაგაფიქრებთ - სანამ განსჯით ისეთ მშობლებს, რომელთა შვილებიც ისტერიკებს მართავენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, ეს წაიკითხეთ.
ელი ბრაზერსი (Aly Brothers) ორი შვილის დედაა და ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა სხვა დედებისგან. 2 კვირის წინ მას და მის ბავშვებს არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვათ სუპერმარკეტში. გოგონამ თავის თავს გადაუღო ფოტო, რომელზეც იგი აცრემლებულია.
"ეს არის დედობა. არანაირი ფილტრები, კარგი განათებები და ტუჩის საცხი არ ჩანს ფოტოზე. აქ ჩანს მხოლოდ დასაბანი თავი, გუშინდელი მაკიაჟი, რომლის მოცილებაც ვერ მოვასწარი და ცრემლები. დედობა რთულია. მარტოხელა დედობა - უფრო მძიმე."
ელი ყვება თუ რა ცუდად იქცეოდნენ მისი ბავშვები სუპერმარკეტში. მათ ნამდვილი საშინელება მოაწყვეს! უმცროსი მაღალი ხმით ტიროდა, ხოლო უფროსი ბიჭი დარბოდა მთელ მარკეტში და აღებდა მაცივრის კარებს. ვინ გაუძლებდა ამას? ყველა მათ უყურებდა. ელის სიტყვებით, ყველაფერმა ამან გამოიწვია ასეთი ემოციური რეაქცია.
"ისინი არ მიცნობენ. არ მიცნობენ, როგორი დედა ვარ, არ იცნობენ ჩემს შვილებს, არ იციან, რა მიზეზით დაინგრა ჩემი ოჯახი, წარმოდგენაც არ აქვთ, რა რთულია მარტოხელა დედობა.
ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს როდესაც განსჯის საგანი ვხდები. ზოგჯერ ვაკონტროლებ ჩემი შვილების საქციელს, ზოგჯერ - ვერა. ზოგჯერ ვუმკლავდები ყოველივე ამას, ზოგჯერ - ვერა".
პოსტის ბოლოს ელი ბრაზერსი მოუწოდებს საზოგადოებას მოთმინებისაკენ, რომ საჭიროა უფრო მეტი თავშეკავებულობა სხვების შეფასების დროს, რათა ტკივილი არ მიაყენონ ადამიანს, ვისი ცხოვრების შესახებაც არაფერი იციან.