"ვიყურებოდი სარკეში და ვერ ვიტანდი საკუთარ თავს..." გეჩვენებათ, რომ საკუთარ თავზე მუშაობის ფოტოების - ”...მდე” და ”შემდეგ” ადგილები შეცვლილია? არა, არ გეჩვენებათ, ყველაფერი თავის ადგილზეა.
ავსტრალიელი ლორა მაცა ფიტნესის მიმდევარი იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და საკუთარი სხეულით ამაყობდა, მაგრამ შვილის დაბადების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.
”ვიყურებოდი სარკეში და ვერ ვიტანდი საკუთარ თავს. მუცელი მოეშვა, წონაში საგრძნობლად მოვიმატე. უკვე აღარ ვგავდი იმ ქალებს, რომლებიც ჟურნალების გარეკნებიდან მოხდენილად იღიმიან.
ვეცადე, უწინდებურ ფორმაში ჩავმდგარიყავი, ვიცავდი დიეტას, ბევრს ვვარჯიშობდი.
შედეგად გულძმარვა მივიღე და საკუთარი თავისადმი სიძულვილი გამიჩნდა. ვიყურებოდი სარკეში და ვიმეორებდი: ”ეს სხეული არ იმსახურებს ახალ ტანისამოსს”.
რაღაც მომენტში დავფიქრდი, რა გამაჩნია და რისთვის ვიბრძვი:
1. ორი შესანიშნავი შვილი მყავს. სამყაროს ორი კარგი ადამიანი მოვავლინე. ეს ხომ უკვალოდ არ ქრება?
2. ორსულობის პერიოდში შემეძლო მეჭამა, რასაც მოვისურვებდი და ყველაფერი შესანიშნავად იყო.
3. ჩემი ქმარ-შვილი მაღმერთებს ისეთს, როგორიც ვარ. ქმარი ჩემს მიმართ არ შეცვლილა, ისევ ისეთი ნაზი და მოსიყვარულეა. განაგრძეთ კითხვა