”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი
”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი
1 / 2
Next
ხშირად დედიკოები გიპასუხებენ ხოლმე კითხვაზე ისე ადვილად, გამოცდილი რომ არ გქონდეთ, ვერც მიხვდებით, რა იგულისხმა, ჰოდა, გადავწყვიტე გაგიმარტივოთ საქმე და თანაც დრო დადგა, გავუგოთ ისე, როგორც ამბობენ…

ვიმშობიარე… ანუ გადავიტანე აუტანელი ტკივილები, მაწამეს, მომკლეს, ცოცხლად დამხვრიტეს, უამრავი ძვალი გადამტეხეს ერთად, ახლაც ძლივს დავდივარ, ვეღარც ვჯდები…

საკეისრო გავიკეთე… გამჭრეს, გამკერეს, გამფატრეს და დიდი ჭრილობით დავრჩი, ვერ ვდგები და თუ ავდექი, ვეღარ ვჯდები…

ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც როცა
მძინავს, თმაზე სულ ”კოსა” მაქვს დასავარცხნი თმით,სულ ხალათით დავდივარ და სტუმარი აღარ მიხარია…

მშობიარობის შემდგომ ცოტა დეპრესია მაქვს… ანუ სულ ვტირი… რაზე??? რაში გაინტერესებს?? ახლა ამას უხსენი მიზეზები, ჩემი ქმარი არ მეყოფა? რომ მოვა სამსახურიდან და მკითხავს: ”როგორ ხარო” სატირალია, აბაა, რაა, ესე იგი აღარ უყვარხარ, თორემ რომ უყვარდე, გკითხავდა: “საყვარელო, როგორ ხარო”…გადადიხარ გულამოსკვნილ ტირილზე.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
158103
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (32)
მანცო
0
ალბათ ძაან ბედნიერი ვარ ,3 თვისაა , დიდად არც გაზები აქვს , კარგად ძინავს , არ ტირის უმიზეზოდ , შეზლონგი გვიყვარს... სულ მომღიმარია და ორი დღეა ბასეინშიც ვხტუნაობთ კისრიხ კამერით :დდდ
06:08 / 13-09-2018
tika
0
გამახსენდა როცა ჩემი შვილი პატარა იყო ვოცნებობდი ღრმად დაძინებაზე და არა ცალი თვალით და ეხლა როცა ჩემმა შვილმა სკოლა დაამთავრა ისევ ეს ოცნება მაქვს
23:01 / 15-06-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?