მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს როგორც ავსტრალიელი მკვლევარები აცხადებენ, ბავშვები, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გაჩნდნენ, უფრო ჯანმრთელები არიან. საუბარია იმ შემთხვევაზე, როდესაც დედა 40 წელზე მეტისაა.
მკვლევარებმა ადელაიდის უნივერსიტეტიდან გააანალიზეს იმ ბავშვების მონაცემები, რომლებიც სამხრეთ ავსტრალიაში დაიბადნენ 1986- 2002 წლებში. 300 000-მა მშობიარობამ აჩვენა, რომ მთლიან პროპორციაში თანდაყოლილი ანომალიები ახალშობილებში ბუნებრივი განაყოფიერების გზით შეადგენდა 5,7%-ს, ხოლო ინტრაპლაზმური განაყოფიერებით (შედარებით პოპულარული პროცედურაა მსოფლიოში) - 9,9%-ს.
40 წელს ზემოთ დედების სტატისტიკა საწინააღმდეგოს აჩვენებს: თანდაყოლილი ანომალიები ბუნებრივად ჩასახული ბავშვების შემთხვევაში შეადგენს - 8,2%-ს, ხოლო ხელოვნური მეთოდით ჩასახული ბავშვების - 3,6%-ს. ჯერ უცნობია, თუ რა ხდება. შეიძლება ასეთ ეფექტს იძლევა ჰორმონალური სტიმულაცია, რომელიც შეჰყავთ ექსტრა კორპორალური განაყოფიერების დროს (ეკო), რათა აღადგინონ ასაკის მატებასთან ერთად დაქვეითებული საკვერცხეების ფუნქცია.
მეცნიერები, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, 40 წელზე უფროს ქალბატონებს ურჩევენ, მეტი გარანტიებისთვის სწორედ ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინონ ბავშვები.