ეს სიტყვები მუდამ ჩვენს გულშია. არ უნდა შეგვრცხვეს მათი წარმოთქმა. ეს სიტყვები მუდამ ჩვენს გულშია. არ უნდა შეგვრცხვეს მათი წარმოთქმა. ყოველდღიური გიჟური რიტმის გამო, გვავიწყდება, დედებს მადლობა გადავუხადოთ, ყველაფერი იმისთვის, რასაც ისინი გვიკეთებენ. ხანდახან ეს ყველაფერი ამოუთქმელი რჩება, მერე კი სანენებელი გვრჩება...
1. დედა, ზრდასრული ქალი ვარ და საკუთარ თავზე ზრუნვა შემიძლია. მაგრამ როცა ავად ვარ, მინდა, მხოლოდ შენ ზრუნავდე ჩემზე, რადგან ამას შენსავით ვერავინ გააკეთებს.
2. ეს ვაზა 5 წლის ასაკში გავტეხე და დაგიმალე. შენ ყოველთვის იცოდი, მაგრამ არ იმჩნევდი, გმადლობ ამისთვის.
3. ახლა, როცა თავად ვარ დედა, ვიცი, როგორ ძლიერ გიყვარვარ. გმადლობ.
4. გმადლობ, რომ ახლაც კი მკოცნი თავზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია გავიზარდე.
5. იცი, მართალი იყავი. ის ქვედაბოლო მართლაც ძალიან მოკლე იყო.