როგორი დედები არიან ქართველი პოლიტიკოსების ცოლები (ფოტოგალერეა)
როგორი დედები არიან ქართველი პოლიტიკოსების ცოლები (ფოტოგალერეა)
პოლიტიკოს მამაკაცებს როგორც წესი, დროის სიმცირის გამო, შვილებთან დიდ დროის გატარების ფუფუნება არ აქვთ, ამიტომაც შვილების აღზრდის პროცესში უფრო მეტად დედები ანუ პოლიტიკოსის ცოლები მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ ქართველი პოლიტიკოსების ცოლებს დედის ამპლუაში:

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ერთი საერთო შვილი - ერთი წლის თემო ჰყავთ, თუმცა როგორც ბატონ პრეზიდენტს, ისე მის მეუღლეს პირველი ქორწინებებიდან თითო სრულწლოვანი ქალიშვილი ჰყავთ. ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა პროფესიით
მხატვარია. მუშაობდა ვიზაჟისტად და რამდენიმე ფილმშიცაა გადაღებული, თუმცა ახლა პატარა თემოს აღზრდითაა დაკავებული. ამჟამად პრეზიდენტის ოჯახი ქალქგარეთ, დუშეთის რაიონში ცხოვრობს, როგორც ახლობლები ამბობენ, მშობლების სურვილია პატარ თემო სუფთა გარემოში გაიზარდოს. "ჯერ სულ პატარაა და გამუდმებით საჭიროებს ყურადღებასა და სითბოს", - ამბობს პირველი ლედი ერთ-ერთ ინტერვიუში. პრეზიდენტის მეუღლე ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში.
მაკა ჩიჩუა: "მინდა ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე ვიზრუნო. მხარი დავუჭირო ქალებს, გარემოსა და ცხოველთა დაცვას. ეს თემები ყოველთვის იყო ჩემი საზრუნავი. თუმცა, პირველი ლედის სტატუსმა საშუალება მომცა მეტი ინფორმაცია მიმეღო, დავკავშირებოდი ადამიანებს, რომლებსაც იგივე ინტერესები ამოძრავებთ, გამეზიარებინა მათი გამოცდილება".
გიორგი კვირიკაშვილი და მაკა ცინაძე
გაპრემიერების შემდეგ საზოგადოების
ყურადღების ქვეშ მოექცა გიორგი კვირიკაშვილის ოჯახი. პრემიერ-მინისტრს ოთხი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მაკა ცინაძეა. ის პროფესიით ექიმია. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერის მეუღლეს არასოდეს უმუშავია და მთელ დროს შვილების აღზრდას უთმობს. წყვილის ქალიშვილი ნუკა ახლახან გათხოვდა. ქალბატონ მაკას კი საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ უყვარს, ხშირად არის დაკავებული ქველმოქმედებით, მაგრამ ამის აფიშირებას ერიდება. როგორც ამბობენ, ხშირად სტუმრობს მძიმე სენით დაავადებულ ბავშვთა სახლებს.

ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ოთხი შვილი ჰყავს, მისი მეუღლე კი ეკატერინე ხვედელიძეა. ივანიშვილის თანამდებობაზე ყოფნისას ეკატერინე ხვედელიძე მუდამ ჩრდილში იდგა, არასდროს მიუცია ინტერვიუ, თუმცა ხშირად დაჰყვებოდა პოლიტიკოს მეუღლეს სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამბობენ, რომ ის კარგი მეოჯახეა და მთელ თავის დროს შვილების აღზრდას უთმობს. დედაზე ხშირად ლაპარაკობს მომღერალი ბერა ივანიშვილი და სოციალურ ქსელში მშობლებთან ერთად გადაღებულ სურათებსაც აქვეყნებს. მან დედას სიმღერაც მიუძღვნა, სადაც ამბობს, რომ მისი ერთადერთი გამგები და მესაიდუმლე დედა იყო ყოველთვის, რომელმაც დიდი სიყვარულით გაზარდა.

მიხეილ სააკაშვილი და სანდრა რულოვსი
საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ორი ვაჟი ჰყავთ - ედუარდი და ნიკოლოზი. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა უკრაინაში დაიწყო, სანდრა უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად საქართველოში დარჩა საცხოვრებლად. სანდრა ხშირად ლაპარაკობს შვილებზე, აქვეყნებს სოციალურ ქსელში მათ პოსტებსა და სურათებს.
"8 წლის ნიკუშასთვის მნიშვნელოვანია, რომ თინეიჯერობის წლები საქართველოში გაატაროს და აღიზარდოს ისე, როგორც რიგითი ქართველი" - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
2398
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?