"მინდა ვიცოდე, რომ თუ ჩემს შვილს ხელში დავაძინებ, ამაში ცუდი არაფერია..." სამი შვილის დედამ და ბლოგერმა მელ უოტსმა გამოაქვეყნა ძალიან გულწრფელი პოსტი დანაშაულის გრძნობაზე, რომელიც თან სდევს ყველა დედას. "მინდა, ვინმემ გამაფრთხილოს, რომ..." - ასე იწყებს მელი თითოეულ პუნქტს, რომელიც 8 პუნქტად ჩამოაყალიბა.
პირველი ეხება ყველაზე მტკივნეულ და საკამათო თემას - ძუძუთი კვებას.
"ვიცი, რომ ბავშვის კვება ძუძუთი - ყველაზე ოპტიმალური სიტუაციაა. მაგრამ უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს, თუ თავიდანვე მეცოდინებოდა, რომ თუ ბავშვს ძუძუს არ (ვერ) ვაწოვებ - ესეც ნორმა იქნებოდა. თუ ვერ აწოვებ ძუძუს, ავტომატურად არ გახდები ცუდი დედა. საბავშვო მოედანზე ბავშვები ერთმანეთს ხომ არ ეკითხებიან, გაიზარდნენ თუ არა დედის რძით მანამ, სანამ ერთმანეთთან დაიწყებენ თამაშს", - წერს მელი.
"მინდა ვიცოდე, რომ თუ ჩემს შვილს ხელში დავაძინებ, ამაში ცუდი არაფერია. როდესაც გაიზრდება 4, 5, 6 წლის, აღარ მომიწევს მისი ხელში დაძინება. და საერთოდ, შეიძლება ბავშვს მოეფერო, ხელში აიყვანო, გაათამამო ისე, რომ არ შეგეშინდეს იმის, თითქოს როდესაც გაიზრდება, გათამამებული იქნება.
კარგი იქნებოდა მცოდნოდა, რომ ძილი - ეს ნორმალურია. განსაკუთრებით დილაობით, როდესაც ბავშვს ბაღში ან სკოლაში გაუშვებ და ცოტა თავისუფალი დრო გრჩება.
კარგი იქნებოდა იმის ცოდნაც, რომ როდესაც ბაღში ან ბაგაში მივიყვან ბავშვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ფსიქიკა უნდა დავუნგრიო. არ უნდა გაწუხებდეს დანაშაულის გრძნობა. ზოგჯერ აუცილებელია დედისთვის დასვენება. ბავშვები ძალიან კარგად ადაპტირდებიან ახალ გარემოში.
მინდა ვიცოდე, რომ არ არის საჭირო ელოდო, როდის გაიზრდებიან და დაჭკვიანდებიან. საჭიროა ისიამოვნო მათით დღეს.
მინდა ვიცოდე, რომ გადარჩებიან, თუკი ზოგჯერ შეჭამენ სწრაფი კვების პროდუქტებს.
მინდა ვიცოდე, რომ მომიტევებენ მაშინ, როდესაც ნერვული დაძაბულობა პიკს მიაღწევს და თავს ვეღარ გავაკონტროლებ. ბავშვები უნდა გრძნობდნენ იმას, რომ მათ ჰყავთ უფროსი და თუ ზოგჯერ ამისთვის ყვირილი მოგიწევთ, არა უშავს. ზოგჯერ ესეც მუშაობს.
”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი
მინდა ვიცოდე, რომ მარტო არ ვარ. ჩვენი ცხოვრება სავსეა შეცდომებით. ჩვენ ვუყურებთ სხვა დედებს და ვფიქრობთ, რომ მათ ყველაფერი სხვანაირად აქვთ, ისინი თავს ართმევენ ყველაფერს, ჩვენ კი არ ვიცით, რა ხდება სინამდვილეში.
ზოგჯერ ყველას სჭირდება დახმარება. ეს შეიძლება იყოს მხარი, რომელსაც დავადებთ თავს. ყური, რომელიც მოგვისმენს, ან უბრალოდ პარკში გასეირნება. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. უბრალოდ გიყვარდეთ თქვენი პირმშო, გიხაროდეთ მისი არსებობა და იცხოვრეთ ერთმანეთისთვის".
პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია დედებში. ათასობით მოწონება, გაზიარება და კომენტარი დააგროვა. კომენტარებში მელს მადლობას ეუბნებიან. დედები წერენ, რომ ისინი აღარ ნერვიულობენ "დედობის სტანდარტებზე" და უფრო იოლად უყურებენ ცხოვრებას.