ირმა ცქიფაშვილი - შუაფხოს სკოლის დირექტორი და ათი შვილის დედა
ირმა ცქიფაშვილი - შუაფხოს სკოლის დირექტორი და ათი შვილის დედა
„ფშავში ახალ წელს, როგორც წესი, ძველი სტილით აღნიშნავენ. ოჯახი აუცილებლად გადის სალოცავში, სადაც საკლავიც იკვლება. ჩვენც, ტრადიციულად, მივდივართ იახსარში. იქიდან პირველი მეკვლე ბრუნდება და სამჯერ აგორებს გოგას, ერთგვარ პურს, თუ გოგა წაღმა დაჯდა, კარგი წელი ექნება ოჯახს. სალოცავში გასვლის მერე იყო ხოლმე ლექსაობა, კაფიაობა, ქეიფი. ახლა ქადა, ბედის კვერებიც ცხვება, ხინკალი და გოზინაყიც კეთდება, მაგრამ ძველებური ტრადიციული სუფრა ნაკლებად იშლება, ფშაური კაფიაც ნაკლებად იმართება ახლა, ხალხი აღარ არის“, - გვიამბობს ირმა ცქიფაშვილი. ის თავად მაღაროსკარიდან არის, მაგრამ 17 წელია უკანაფშავში,
თხილიანაში ცხოვრობს.

ირმა შუაფხოს სკოლის დირექტორია. სკოლაში სულ 13 მოსწავლეა, აქედან 6 ირმას შვილია. სანამ ირმა სკოლაშია, სამი უმცროსი შვილი შინ ელის. დიდი თხოვნის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა, რომ შუაფხოში საბაზო სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთებულიყო, ამიტომ ირმას უფროსი შვილი, მეათეკლასელი ბარბარე მაღაროსკარში სწავლობს და ბებოსთან, ირმას დედასთან რჩება. დედა ამბობს, როგორც კი საშუალო სკოლა გაიხსნება, ბარბარეც დაბრუნდება მშობლიურ სკოლაში.

ახალი წლის არდადეგები დაიწყო და ბარბარე სახლშია მშობლებთან და და-ძმებთან. სამაგიეროდ, ახლა სახლებში წავიდნენ მასწავლებლები, რომლებიც, უკვე წლებია,
ირმას და ზაზას ოჯახში ცხოვრობენ. მასწავლებლები წავლენ, ცოტა გული დაწყდებათ მასპინძლებს, მაგრამ მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ.

ირმა ცქიფაშვილისა და ზაზა ჯაბანიშვილის ულამაზესი ოჯახი შუაფხოს თემის სოფელ თხილიანაში ცხოვრობს. ბარბარე, იოსები, მარიამი, სალომე, თინათინი, ჯაბა, ნინო, ნაზი, ელენე და დავითი - ეს საოცარი გოგო-ბიჭები არიან ირმას და ზაზას, თუმცა არა მხოლოდ მათი, ფშავისხევის მთავარი სიმდიდრე, ბავშვები, რომლებიც რამდენიმე თავიანთ თანატოლთან ერთად აცოცხლებენ სკოლას და მთელ ხეობას. უფროსი, ბარბარე, 15 წლისაა, უმცროსი - დავითი თებერვალში ხდება 1 წლის.

ფშავლები ახალ წელს 14 იანვარს აღნიშნავენ, მაგრამ ქვეყანას ხომ არ ჩამორჩებიან და ბავშვებსაც გულს არ დაწყვეტენ, დღეს საღამოს ჯაბანიშვილების ოჯახშიც დაიწყება საახალწლო სამზადისი. სამზადისში ყველა ერთნაირად ჩაებმება. აქ ხომ, ასაკის შესაბამისად, ყველამ, დიდმაც და პატარამაც იცის თავისი საქმე. განაგრძეთ კითხვა
2658
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი