“გაიზრდება და გაუტყდება დედის გვარი, მაინც ბიჭია" - უთქვამთ ჩემთვის, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ..."
“გაიზრდება და გაუტყდება დედის გვარი, მაინც ბიჭია" - უთქვამთ ჩემთვის, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ..."
ეთუნა ნოღაიდელი, 31 წლის, თბილისი
“გაიზრდება და გაუტყდება დედის გვარი, მაინც ბიჭია" - უთქვამთ ჩემთვის.
თუმცა, მე სულაც არ ვფიქრობ ასე. შვილისთვის ყოველმხრივ დაცული სივრცის შექმნა არ მგონია ჩემი, როგორც მშობლის ვალი. როცა 23 წლის ასაკში, 400 ლარი ხელფასით, თბილისში ქირით მცხოვრებმა მაინც გადავწყვიტე შვილის გაჩენა, ფემინისტურ თეორიებზე წარმოდგენა ნაკლებად მქონდა. მაშინ მხოლოდ იმას ვცდილობდი, საზოგადოებრივი წნეხის მიუხედავად, საკუთარი თავისა და პრინციპების ერთგული დავრჩენილიყავი. ასე გაჩნდა ჩემი პირველი შვილი ქორწინების
გარეშე, და დადგენილი წესრიგის დარღვევისთვის მემკვიდრეობით ჩემი გვარი და მამის გრაფაში ცარიელი ველი ერგო.
რამდენიმე წლის შემდეგ, ამ ველის შესავსებად იუსტიციის სახლში მე და ჩემი შვილის მამა ერთად მივედით. ოპერატორს საბუთები გადავეცით და საქმის არსი ავუხსენით. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ, მან ხმამაღლა წაგვიკითხა დოკუმენტის განახლებული ვერსია: ბავშვის სახელი და ჩემი გვარის ნაცვლად, მამის გვარი. უცებ საშინლად დავიბენი და ვერ მივხვდი, რატომ შეიცვალა გვარი. მერე გამოვფხიზლდი და გავუღიმე: „არა, გვარს არ ვცვლით“.
ანუ, რადგან მამობის დადგენის რეგისტრაციისთვის მივედით, ოპერატორმა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ვცვლიდით გვარსაც. ამ შემთხვევაში „მამობა“ იყო ის ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც აუცილებლად გაჩნდა სხვა მნიშვნელობები, როგორიც იყო „გვარი“ და მოლოდინი, რომ მე იქ აუცილებლად
ჩემი შვილის არსებობის „კანონიერ“ ჩარჩოში მოსაქცევად მივედი.
და რატომ ვუშვებთ უპირობოდ, რომ გვარი მაინცადამაინც მამის „უნდა“ იყოს? რატომ არ ვითხოვთ ქალები თანასწორობას, როცა საკითხი ჩვენი შვილების გვარს ეხება? გვარი ხომ ერთგვარი ბეჭედია, რომელიც მამაკაცის საკუთრების მოსანიშნად შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შვილებს დღესაც ქალი ზრდის, კვებავს, საფენებს უცვლის, ღამეებს უთენებს – ისინი მაინც მამის საკუთრებად ითვლებიან. სიმბოლური და პირდაპირი მნიშვნელობით.
მე კი აღარ მგონია, რომ ასეთი „წვრილმანები“ უმნიშვნელოა. სწორედ ასეთი სიმბოლოები ქმნიან შემდეგ ჩარჩოებს, რომლის მიხედვითაც ზოგი შვილი სასურველია, ზოგი კი - არა, ზოგი კანონიერია, ზოგი კი - უკანონო. გვარი პოლიტიკური საკითხია და დედის გვარის ტარება ამ ჩარჩოებთან ბრძოლის ნაწილი შეიძლება იყოს.“

© 2016 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან

10205
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
mari
0
ვერაფერი ვერ გავიგ!რატომ უნდა იყოს ცოლის გვარზე შვილები?რა შუაშია თანასწორობა?იმიტომაც არიან სომხები ქართული გვარით საქართველოში,რომ როცა გინდა და რასაც გინდა იმას დაირქმევ!არა ვარ ძველმოდური,მაგრამ ბავშვი უნდა იყოს მამის გვარზე(თუ ყავს)...ხოლო კაცი და ქალის ფუნქციები არ უნდა იყოს დიდად განსხვავებული!მაგალითად ქალსაც უნდა შეეძლოს დაოჯახების შეთავაზება კაცზე და ეს არ უნდა ტეხავდეს!!!
02:26 / 16-01-2017
tamari
0
ისე ამ ქალის შემშურდა . ასე მეც მქონდა გადაჭყვეტილი მაგრამ არ ვიცი ამდენი ჭინააღმდეგობის შემდეგ ტუ გავაკეტებდი ამას. ნატესაობა ,ხალხი რას იტყოდა კი მეკიდა მაგრამ მაინც გაჭირვების შემტხვევაში მატი ქილიკის ატანას ტუ შევდლებდი არ ვიცი. მამაკაცი ვისგანაც ვბავშვს აჩენტ გვარის მიცემაზე ტუ უარს ამბობს მაშინ ტქვენი მიეციტ .მაგრამ მამის გვარიც ხომ უნდა იცოდეს მომავლისტვის რომ საკუტარ ნატესავზე არ იქორინოს. დედობაზე დიდი ბედნიერება არაპერია . საერტოდ საქარტველოში არც მამაკაცი და არც ქალი არ მზადდება და იზრდება კარგი ოჯახის შექმნისტვის. ქალებს გამტანობა და ოჯახის შენარჩუნების პრინციპულობა აკლიატ კაცებს კი კარგი მამად გამოზრდის პერიოდი .ისინი ისე იქცევიან როგორც მატი მამები იქცეოდნენ . დედებსაც მიუდგვის ბრალი .ბავშვი მამებს დაუტოვეტ ხშირად მარტოდ . მამაჩემი მახსოვს 32 წლის კაცი როგორი დაბნეული იკო 6 წლის ბავშვტან ერბო კვერცხის მომზადება ან კალბასის და პურიტ დაპურებაც კი ვერ მოახერხა . დაიხმარეტ მამაკაცები უბრალოდ მაგიდაზე ჩურჩლის ალაგების დროს ტორემ დედის კალტიდან ცოლის კალტაზე გადადიან და ვერ იზრდებიან მხედველობაში მაქვს დამოუკიდებლად ვერაპერს აკეტებენ ბირჯაზე დგომის მეტი..
02:16 / 16-01-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?