"გავიდეთ ქუჩაში და პირველი რომელი ქუჩის ბავშვიც შეგვხვდება, წამოვიყვანოთ!" - 6 წლის დემეტრე, რომლის სიკეთე უფროსებსაც გააკვირვებთ
"გავიდეთ ქუჩაში და პირველი რომელი ქუჩის ბავშვიც შეგვხვდება, წამოვიყვანოთ!" - 6 წლის დემეტრე, რომლის სიკეთე უფროსებსაც გააკვირვებთ
ეს ერთი ჩვეულებრივი დედა-შვილი არიან - ლილიკო და დემეტრე. ოღონდ მათ არაჩვეულებრივი მეგობრობა აკავშირებთ და დედასთან დემეტრე განაკუთრებულად გულახდილია. სწორედ დედასთან "აფრქვევს" 6 წლის დემეტრე საოცარ აზრებს და მისი დედიკოც შემდეგ ამ აზრებს მეგობრებს უზიარებს, რის წყალობითაც დემეტრეს უკვე ბევრი იცნობს.
თქვენც გაგაცნობთ ამ პატარა ბიჭს საოცარი აზრებით, მისი სულ ცინცხალი "ამბით":

"დემეტრე არ იძინებს და ვუხსნი, ის წევს თბილ ლოგინში, თბილ სახლში და თანაც, დედიკო ჰყავს გვერდით, მაშინ, როცა ბევრი ბავშვი ახლა ღია ცის ქვეშაა, სიცივეში, მუყაოზე წევს საწოლის ნაცვლად და შესაძლოა, დედა არც ჰყავს გვერდით.
- ლილიკო,
შიათ და ვერ იძინებენ?
- ხო, დე.
- ლილიკო, ხატვა იციან?
- არა მგონია, ალბათ ფანქარი და რვეული არასდროს ჰქონიათ, არც ლექსები ეცოდინებათ, სკოლაში ვერ დადიან.
- ...... ლილიკო, მოდი, იცი, რა ვქნათ, გავიდეთ და ქუჩის ბავშვი წამოვიყვანოთ სახლში! ვაბანაოთ, ვაჭამოთ, ჩვენს ლოგინში დავაწვინოთ, ბალიშზე დადოს თავი, მე ხატვას ვასწავლი, ვეთამაშები, ბევრი ლექსი არ ვიცი და შენ ასწავლე, ლილიკო, შენც ხომ უნდა ასწავლო რამე?!
- დე, გოგო თუ ბიჭი წამოვიყვანოთ?
- აბა, რას ამბობ, ლილიკო! რა მნიშვნელობა აქვს, გავიდეთ ქუჩაში და პირველი რომელი ქუჩის ბავშვიც შეგვხვდება!
-....
- ლილიკო, მოდი მართლა ვქნათ ასე,
რა!"
6355
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნაკა
0
კეთილშობილი პატარა კაცი.დიდი გულით გონებით.სწორედ შენზე დგას ეს სამყარო ჩემო ბიჭო
12:13 / 30-01-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი