”20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე!"
”20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე!"
”20 დღის წინ ქმარმა დამარტყა! არ შევიმჩნიე!

19 დღის წინ კიდევ დამარტყა! მეტკინა, მაგრამ ვიფიქრე გადაღლილია და ეპატიება-თქო.

18 დღის წინ მიყვიროდა, სრულიად უმიზეზოდ, და მე მხოლოდ ის მანაღვლებდა, მეზობლებს არ გაეგოთ.

17 დღის წინ ხალხში შეურაცხყოფა მომაყენა! შემრცხვა, გავწითლდი, მინდოდა მიწა გამსკდომოდა და არასდროს არავის აღარ დავენახე, მაგრამ დავივიწყე და ესეც ვაპატიე.

16 დღის წინ სამსახურიდან დაბრუნებულმა საჭმელი დამიწუნა და თავზე დამამხო. მე მაინც ვაპატიე და ჩემი თავი დავადანაშაულე.

15 დღის წინ მეგობრებთან ერთად მითხრა , რას გავხარ, სარკეში მაინც ჩაიხედეო! მე გავბრაზდი და ტირილით დედასთან გავიქეცი, მაგრამ მაინც არაფერი მომიყოლია, არ მინდოდა ჩემი არჩევანი დაეწუნებინა.

14 დღის წინ ხელი მკრა და კედელს მიმანარცხა, ნუ მეღობები და სულ თვალში ნუ მეჩხირებიო. მე მაინც მიყვარს და არ მწყენია.

13 დღის წინ გავიგეთ, რომ მალე მშობლები გავხდებოდით. ჩვენ ვიღიმოდით და სიხარულისგან დავფრინავდით.

12 დღის წინ რესტორანში დამპატიჟა, ოღონდ მანამდე ფული მთხოვა!

11 დღის წინ უკვე დარღვეული კანონზომიერება აღდგა და სახლში საერთოდ არ მოსულა.

10 დღის
წინ ცუდად გავხდი და მარტო მომიწია ექიმთან წასვლა.

9 დღის წინ მარტომ მოვისმინე ჩვენი შვილის გულის ცემა.

8 დღის წინ სახლში რომ დაბრუნდა, მისი შეტყობინებები წავიკითხე, ვიღაცას წერდა იმას, რასაც მე არასდრომ მეუბნებოდა! სიყვარულს ეფიცებოდა!!!

7 დღის წინ ვითმენდი...

6 დღის წინაც ვითმენდი...

5 დღის წინ მის ტელეფონში შემოსულ ზარს ვუპასუხე და იმ ქალს ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში მივახალე.

4 დღის წინ ვტიროდი...

3 დღის წინ გამწარებული მოვარდა და სახლში ყველაფერი დალეწა.

2 დღის წინ სასტიკად მცემა და როდესაც ნახა სისხლი მდიოდა გაიქცა.

გუშინ მუცელი მომეშალა!

დღეს პატიება მთხოვა!

არ ვაპატიე!

20 დღის წინ რომ დამესვა წერტილი ყველაფრისთვის, დღეს ბედნიერი ვიქნებოდი.
პირველი დარტყმა უკანასკნელად უნდა მექცია, მაგრამ ვერ შევძელი ამიტომ აქციე შენ!
ნუ გაიხდით ცხოვრებას სატანჯველად!
დასვი წერტილი დღეს!”
ნინო ლაფანაშვილი

6406
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნაკა
0
პირველი შეურაცხყოფა არ უნდა ეპატიოს სწორედ ,თორემ,,დაუსჯელობის სინდრომი ძვალრბილში უჯდებათ ხოლმე.ვეცადოთ ის პირველი იყოს უკანასკნელი
12:06 / 30-01-2017
nana
0
ვეთანხმები, აუცილებლად დასვით წერტილი ყოველგვარი ცემის შემდეგ, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს!
19:21 / 29-01-2017
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?