"მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გეძახდი მამას..." - წერილი მამამთილს
"მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გეძახდი მამას..." - წერილი მამამთილს
ბევრი გოგონა ვიცი, რომელსაც ცუდად ექცევა მამა ან მამამთილი. ან ერთში უნდა გაგიმართლოს ან მეორეში, იშვიათია ორივე ერთად მოხდეს. მე გამიმართლა, ძალიან გამიმართლა! ქორწილის მეორე დღეს, ყველა რომ წავიდა, მამაჩემი იყო ბოლო სტუმარი. გასასვლელში ვიდექით და ვტიროდით ორივე, ყურში მეჩურჩულებოდა და მარიგებდა. ჩვენ უკან კი მამა(მთილი) იდგა, ისიც თვალცრემლიანი და მახსოვს ეუბნებოდნენ – სოფო დააწყნარეო.თვითონაც ტიროდა და მე როგორ დამაწყნარებდა?! აქედან დაიწყო ჩვენი ისტორია. მისაბაძი იყო და იქნება ჩვენი ურთიერთობა,
მწამს. შენ გახდი მას მერე ჩემი მამა, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს გეძახდი მამას (ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ამ ქართულ ფენომენს, რატომ უნდა დაგეძახა მამა ქმრის მამისათვის?!). რეანიმაციის პალატის კედელთან აღმომხდა პირველად “მამა”, როცა სხვა პაციენტის მშობელმა მხარზე ხელი დამადო -“ნუ,გეშინია შვილო,მამაშენი კარგად იქნება.”ან მეკითხებოდნენ – მამაშენია? ნუ ტირი, კარგად იქნებაო. ჰო, მამაჩემია-მეთქი ვუპასუხე. მამაჩემი ხარ, აბა რა, შენ ხომ მთელი გულით გიყვარვარ. შენ ყოველთვის იცოდი, როგორ უნდა გეზრუნა ჩემზე. ვიცი, ამაყობდი ჩემით! აქ, ამ ფოტოში ამბობ: “მიყვარს”,”ჩემი გოგოაო”. მეც მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ბარბარეს ბაბუავ.
დღეს შენი მზრუნველი და ძლიერი ხელი ხელში მიჭირავს და გეუბნები – ხელი მომიჭირე, თუ მიცანი-მეთქი და რაც შეგიძლია ხელს მიჭერ. მე
ისევ ცრემლები მომდის, მაგრამ შენ არ განახებ. გაიყვანეთ ეს გოგო რეანიმაციიდანო, მაგრამ მე არსად მივდივარ, შენ სასთუმალთან ვდგავარ, შენი ხელი მიჭირავს და მუცელზე ვიდებ, რომ ნახო როგორ დარბის ჩემში შენი შვილიშვილი. ორსულის აქ ყოფნა არ შეიძლებაო, – ყველაზე მეტად სოფოს ეკონტაქტება და რა ვქნათ აბაო. ისევ ისე ფართოვდება სამყარო შენთვის, როცა მე და გიოს გვხედავ. მადლობა უფალს, რომ შენ ხარ ერთ-ერთი კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. უდარდელობის ხანაში გვაცხოვრებდი შენ. ახლა უამრავი დარდი და ტკივილია, უამრავი ფულია საჭირო. მაგრამ მე მთელი ცხოვრება რომ ვაგროვო ფული, ჩემ შვილებზე კარგს ვერაფერს გაჩუქებ. “სურვილებს ავასრულებ, მადამ” -ასე მეუბნებოდი და მიღიმოდი. გთხოვ აასრულე ჩემი სურვილი, მალე გამოჯანმრთელდი, ისევ ისე მოეფერე ბარბარეს და ისევ ასე ჩამიხუტე!
სოფიო ბუცხრიკიძე
მამები ზრუნავენ
54621
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (10)
ნინო
0
ჯერ არ გასულა მისი ორმოცი... ძალიან კარგი მამამთლი მყავდა პირველად რომ მამა დავუძახე პაპა დამიძახე ხოლმეო მითხრა( ასაკით დიდი იყო) მისი ბედნიერების ცრემლებიც მახსოვს როცა პირველად შემოვედი ოჯახში მითხრა არ იცი როგორ გელოდებოდიო. იმ დღიდან შემიყვარდა,უარავი კარგი მოგონება მაქვს მასთან დაკავშირებით,რაც არ უნდა ვთქვა მაინც ვერ ავხსნი ჩვენს ურთიერთობას... უბრალოდ ძალიან მენატრება... ბევრსაც ვნანობ როცა ვერ ვხვდებოდი რომ ავად იყო ( ალცჰაიმერით დაავადდა) ვერ ვხვდებოდი რატომ შეიცვალა მეგონა აღარ მოვწონდი :-( ვინც იცის რას უშვება ეს დაავადება ადამიანს მიმიხვდება... ბავშვივით მოსავლელი გახდა ბოლოს,მაგრამ ნეტა შეიძლებოდეს დროის უკან დაბრუნება რომ უფრო მეტი სითბო გამომეხატა და მეტად მოვფერებოდით... თავს არ შეგაწყენთ შეგონებით მაგრამ მეტად დააფასეთ ოჯახის წევრები,მეტად გაუფრთხილდით და გიყვარდეთ...
23:23 / 12-02-2018
ნანი
1
სოფო ერთდროს მეც ძალიან საოცრად კარგი მამამთილი მყავდა უზომოდ პატივს ვცემდით ერთმანეტს მაგრამ მამა ვერ დავუძახე, ვერ გავბედე :( 13 წლის წინ ინსულთით მოვათავსეთ საავადმყოფოში მაშინათვე ჩართეს მართვით სუნთქვაზე უგონო მდგომარეობაში იყო რომ დავინახე ასეთ მდგომარეობაში თავს ვერ ვიკავებდი სულ ვტიროდიმთელი ღამე სულ ვტიროდი ვერ ვჩერდებოდი ექიმმა მეც მკითხა მამაოო და ვუპასუხე არა მამამთილია მთქი და ასე მითხრა მერე რა გატირებსო არ მესიამოვნა ეს სიტყვები :( დილა რომ გათენდა ერთი თვალიდან მხედველობა დავკარგე არაპერმა მიშველა დღეს მარცხენა თვალში მხედველობა 0 მაქ :( ჩემმა მამამთილმა კი სამი რე იცოცხლა 13 წელია აგარაა ამქვეყნად:( შენ კი ასეთი კარგი გოგო რომ ხარ და ასე ძალიან გიყვარს შენი მამამთილი უფალს ვთხოვ გამოაჯამრთელოს და დაგიბრუნდეთ სრულიად გაჯანმრთელებული. რომ წავიკითხე თავი ვერ შევიკავე რომ არ დამეწერა :(
22:46 / 04-06-2017
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?