ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს შედარებით ღია ფერის თვალები და ქერა თმა აქვს, მეორეს - მუქი თვალები და მუქი თმა ქალ-ვაჟი წყვილ-წყვილად ჰგავს ერთმანეთს. ერთ წყვილს შედარებით ღია ფერის თვალები და ქერა თმა აქვს, მეორეს - მუქი თვალები და მუქი თმა. ქერები უფრო დინჯები არიან, შავგვრემანები - სხარტები. ოთხივე ერთად კი თამაშობს, მაგრამ წყვილებად როცა ნაწილდებიან, ანდრია და ბარბარე ყოველთვის ერთ გუნდში არიან, დიმიტრი და მაია - მეორეში. ოთხივეს დასაძინებლად რომ დავაწყვენ, დილით იქით ანდრია და ბარბარე მხვდებიან ჩახუტებული, აქეთ - დიმიტრი და მაია.
გარეთ თუ გავლენ სათამაშოდ, ყოველთვის ერთად არიან. ერთს თუ აწყენინეს, ოთხივე ერთად დადგება დასაცავად. ის კი არა, სახლში ერთ-ერთი თუ იონავრებს და კუთხეში დავაყენებ, სოლიდარობის ნიშნად ის სამიც კუთხეებს მიაშურებს ხოლმე.
ოთხი ტყუპის დაბადება იშვიათი მოვლენაა. ბათუმში, დიმა კოღუაშვილისა და ნონა ვარშანიძის ოჯახში, ოთხი ტყუპი იზრდება - ორი ბიჭი და ორი გოგო. ანდრიას, დიმიტრის, ბარბარესა და მაიას უფროსი და ნინი და უმცროსი ძმა ალექსანდრე ჰყავთ. ექვსშვილიანი ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ შვილები მათი სიმდიდრეა:
- სადაც დავდივართ, ყველგან სიკეთით სავსე მზერა დაგვყვება. თქვენ გაიზარდეთო, სიყვარულით მოაძახებენ ხოლმე მოხუცები.
23 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, 36 წლისას კი ოთხი ტყუპი შემეძინა. ორსულობის დასადგენად რომ მივედი, ექიმმა მითხრა, ერთდროულად ოთხი კვერცხუჯრედია განაყოფიერებულიო. დავიბენი. ორი მესმის, თვითონაც ტყუპისცალი ვარ, მაგრამ ოთხს ვერც კი წარმოვიდგენდი. მეუღლეს რომ ვუთხარი, გადაირია... მშობლებს რომ ვაცნობეთ, ეგონათ, ვეხუმრებოდით.
საკეისრო კვეთით ვიმშობიარე. ერთი ბიჭი 2,200 კგ დაიბადა, მეორე - 2 კგ, ორივე გოგონა კი 1,900 კგ იყო. სახელები ორს მე შევურჩიე, ორსაც - მეუღლემ. ძნელი ის იყო, რომ ოთხივეს ერთად უნდებოდა კვებაც, დაძინებაც... ხან ჩემი ტყუპისცალი, ხან უფროსი გოგონა მეხმარებოდნენ... ახლა სამი ძიძა მყავს. დასასვენებლადაც მათთან ერთად დავდივართ.
ახლა ტყუპი ოთხი წლისა და 6 თვისაა. მათ შემდეგ მეექვსე შვილი შეგვეძინა - ალექსანდრე, რომელიც ახლა 2 წლის და 6 თვისაა. ოჯახში გენდერული ბალანსი დავიცავით, სამი ბიჭი გვყავს და სამი - გოგონა. განაგრძეთ კითხვა