ნონა ამაშუკელი საკუთარი შვილების და შვილიშვილების ნაცვლად ჯოშუას ეფერებოდა და ასწავლიდა ქართულ წერა-კითხვას, საქართველოს ისტორიას. ჯოშიც ქართული სიამაყით ამბობდა
ჯოშუა თვალცრემლიანი აცილებს ნონა ბებოს, ჯანმრთელს, მაგრამ უკვე მოხუცებულს, რომელმაც თავისი სიყვარულით გადაარჩინა ოჯახი, ყველაზე ძვირფასი რამ მისთვის.
ეს ჯოშუას წერილია, რომელსაც ქალბატონ ნონას სწერს:
”ნონა, შენ ჩემს ცხოვრებაში მოხვედი მაშინ, როდესაც 2 წლის ვიყავი და მას შემდეგ ჩემი ბებია და ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდი. შენ მე გამზარდე ადამიანად, რომელსაც სამყაროს ინტერესი აქვს და იცის, როგორ დატკბეს წვრილმანებით ცხოვრებაში. ახლა დროა დაუბრუნდე შენს ოჯახს საქართველოში. საშინლად მომენატრები და იმედი მაქვს მალე გნახავ. ძალიან მიყვარხარ.”
georgians.gr