"ყველაზე მეტად ის მინდა, ბედნიერს, მოღიმარს და ჯანმრთელს გხედავდე" - როგორ ულოცავენ შვილები დედებს დედის დღეს
ეს ჩვეულებრივი ქართველი დედიკოების სხვადასხვა ასაკის შვილების მილოცვებია - აი, ასე უყვართ მათ თავიანთი დედიკოები და ასე ულოცავენ:"დე...
დედიკო...
დედა...
რაბედნიერი ვარ როცა შემიძლია დაგიძახო, შენკი ყოველთვის თბილად და იმედიანად შემომხედავ.
ცხოვრებაში ყველაზე მეტად შენში გამიმართლა...
შენ წამალი ხარ, რომელიც ყოველთვის მშველის...
შენს თვალებში ყოველდღე ვხედავ ღმერთს...
იმედი ხარ ჩემი...
სამყარო და სულ სულ ყველაფერი...
შენთან ერთად მიხარია დე ყველაფერი...
ყველაზე ყურადღებიანი, განსხვავებული და ჩემი ულამაზესი დედიკო ხარ...
ყველაზე მეტად ის მინდა ბედნიერს, მომღიმარს და ჯანმრთელს გხედავდე...
დედის დღეს გილოცავ დე... ღმერთმა შენი თავი დიდხანს მიცოცხლოს და მრავალი 3 მარტი მომელოცოს! მიყვარხარ!!"
ქეთი ლეკიშვილი
"ბევრი ვიფიქრე, რა, როგორ, რა სიტყვებით მომელოცა შენთვის... დღე, რომელიც ჩემთვის უძვირფასესია, დღე, რომელიც ჩემს გულში მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის... ვმადლობ უფალს, რომ მეც მათ შორის ვარ, ვისაც ასე ძალიან გაუმართლა და შენნაირი დედის შვილობა მარგუნა! ჩემო მარად ახალგაზრდავ, ჩემო ნათელო... არა! ბრჭყვიალავ, სინათლით თვალის მომჭრელო! ჩემო განუმეორებელო დედუ...
ჩემო დედუსკუნა მიყვარხარ უსაშველოდ! მუდამ მენატრები და მუდამ მაკლიხარ და გეძებ... იყო წლები, ძილში შენი ხმა მესმოდა და მეძახდი... გიჟივით მეღვიძებოდა... ხან ვის გამსგავსებდი,ხან ვის...მერე მივხვდი! შენ არავის, სულ არავის ჰგავხარ... ერთი ხარ და ისიც ჩვენი ხარ.
იხარე, დე, იბედნიერე!!! შენ ამას იმსახურებ ისე, როგორც არავინ! მიყვარხარ, მეიმედები, მათბობ და მიხარიხარ!!!"
მარიამ ესაძე
"დეე... გილოცავ დედის დღეს... გისურვეებ ყოველივე საუკეთესოოს... ყოველთვის მხარში მიდგახარ, როცა მიჭირს და დახმარება მჭირდება...
ყოველთვიის მაძლევ რჩევებს და დარიგებებს...
ისეთი სასახელო და წარმატებული შვილი ვიქნები როგორიც შენ გინდა...
მიყვარხარ ძალიააან!"
ნათია სიხარულიძე
ეს კი პაწაწინა პირველკლასელების მილოცვები