"როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედები?" - შვილმკვდარი დედის საოცარი წერილი
"როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედები?" - შვილმკვდარი დედის საოცარი წერილი
"ამას წინათ ერთი მეგობრის პოსტში თუ კომენტარში, - როგორ აგრძელებენ ცხოვრებას შვილმკვდარი დედებიო? - კითხვა იყო დასმული. კითხვის ავტორის სახეც კი დავინახე, თავზარდაცემული და შეწუხებული რომ იყო!
კი, მეც მაინტერესებდა, რა ეცოცხ-ეტილოებოდა დედაჩემს, როცა ორმეტრიანი შვილი, მოყვასის ტყვიით სისხლდაწრეტილი გაშოტილი ედო კუბოში!
მაინტერესებდა, როგორ აგრძელებდა მეზობლის ქალი ორი ვაჟის და ერთი ქალიშვილის სიკვდილის მერე ღიმილს!
მიკვირდა, როგორ ახერხებდა ერთ ღამეში დენით დამწვარი ორი ვაჟკაცის დედა (წინა წელს რომ რუსეთიდან ჩამოუსვენეს
უფროსი ვაჟიც) სითბოს და სიყვარულის გადაცემას სხვებისთვის!
მაინტერესებდა, მიკვირდა მანამ, სანამ.....
ახლა აღარ მაინტერესებს, აღარც მიკვირს!
არ მიკვირს, ჩემი თამარი წყალში დაკარგული ბაჩოს მერე რომ იღიმის, სითბოს აფრქვევს, უფალში ძლიერდება!
არც თავმდაბლობის ეტალონად აღიარებული ლუიზასი მიკვირს, მადლის ქმნით რომ აგრძელებს ცხოვრებას!
არ მიკვირს დედაჩემის, არ მიკვირს გაგულ ბიცოლასი, არ მიკვირს კლაო დეიდასი, შარშან მეოთხე ბიჭიც რომ დამარხა და მალევე მიჰყვა! არ მიკვირს, აღარ მიკვირს!....
როგორ აგრძელებენ შვილმკვდარი დედები ცხოვრებას?
როგორ და... გულდაფლეთილნი, ხორცდამწვარნი, სულშეძრულნი, მაგრამ მაინც ღიმილიანები, მაინც სიკეთიანები, მადლიანები... ზოგჯერ არანორმალურად ბედნიერებიც, არაადეკვატურებიც (ჩემზე ვამბობ!), მაგრამ ტკივილიანები!


ასევე იხილეთ: "არასოდეს შემპარვია ეჭვი უფალში!.. იმ დილითაც კი, როცა ჩემი პატარა მიიბარა..."


ღვთისმშობელი აძლიერებს შვილმკვდარ
დედებს, რადგან მათ უნდა იცოცხლონ, გააგრძელონ სიცოცხლე ცოცხლად დარჩენილთათვის!
შვილმკვდარმა დედებმა მაგალითი უნდა მისცენ სხვებს, რომ სიცოცხლე მხოლოდ ყოფითი პრობლემები არაა, რომ სიცოცხლე სიყვარულშია და რომ გარდაცვლილ შვილთა სულები იმქვეყნად მშვიდად იყვნენ და სასუფეველი დაუმკვიდრდეთ! ამიტომ აგრძელებენ შვილმკვდარი დედები ცხოვრებას!
ნუ გაიკვირვებთ, ნუ დაგაინტერესებთ, როგორ და რატომ! ღმერთმა გიდღეგრძელოთ და გიჯანმრთელოთ შვილები, არასოდეს გამოგეცადოთ შვილის სიმწარე! ჩვენ კი უფალმა მოგვცეს მადლი სიკეთის ქმნისა და გული კეთილი!
mshoblebi
13 წელია სულამწარებული ვხვდები მარტის თვეს და არ მინდა 31-მდე მივაღწიო, მაგრამ რას ვერჩი მარტს?!............"
ლალი მარგიანი
56471
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
ნათია სვინტრძე
0
ვერ ვიტან თებერვალს ვერც ივლისი შევიყვარე აგერ 7 წელია უკვე ..ჩვენ სიცოცხლე გვაქვს მოსჯილი..მაგრამ ვაგრძელებთ ვაგრძელებტთ მომავლის იმედით ორი გაფრენილის შემდეგ ორ მიწიერ ამგელოზს ვზრდი და ეს არის ნამდვილად ჩემი გადარჩენის მიზეზი
13:38 / 27-09-2019
sicocxlemisjili
0
სიცოცხლემისჯილები...........
22:28 / 02-04-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?