"ძალიან პატარა ასაკში გავიგე, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვი ვიყავი... ახლა შვიდი წლის დემეტრეს დედა ვარ..."
"ძალიან პატარა ასაკში გავიგე, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვი ვიყავი... ახლა შვიდი წლის დემეტრეს დედა ვარ..."
ლილიკო სარკიაშვილს და მის დემეტრეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს (იხილეთ სტატია). დემეტრე საოცარი აზრებით და ლილიკო - ერთი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი დედა... დღეს დემეტრე შვიდი წლის გახდა და დედამ ასეთი ემოციური გზავნილით მიულოცა: 

"ბავშვობაში სულ მეშინოდა, ბინა არ გაეძარცვათ და ჩემი ნახატები არ მოეპარათ... სულ მეშინოდა იმის დაკარგვის, რაც სიყვარულით მქონდა შექმნილი.
არადა, უკვე შვიდი წელია, არაფერი მიმაჩნია ღირებულად ამ ფოტოს, დემეტრეს პირველი ტანსაცმლისა (რომელიც ჩემი სტიპენდიით ვუყიდე და ორმაგად
ტკბილია) და მისი ნახატების გარდა, რომლებსაც მიხატავს და ერთი სული აქვს ხოლმე, სამსახურიდან დავბრუნდე, რომ მაჩუქოს.
mshoblebiძალიან პატარა ასაკში გავიგე, რომ აბორტს გადარჩენილი ბავშვი ვიყავი. სამედიცინო ჩვენებისა და დედაჩემის სუსტი ჯანმრთელობის გამო შეიძლებოდა არ დავბადებულიყავი. სიტყვა აბორტის მნიშვნელობა არ ვიცოდი, უბრალოდ პატარა ტვინში ვფიქრობდი, რატომ შეიძლებოდა არ დავბადებულიყავი. ვფიქრობდი, მუცელში ძალიან უშნო და ცელქი ბავშვი ვიყავი და დედას არ შევუყვარდი. თავი უსუსურად ვიგრძენი, მთელი დღე წყნარად ვიჯექი და დედა არ გამიბრაზებია. რაღაცის შემეშინდა.
სადღაც ზემოთ, მარადიული სიცოცხლის არსებობას დავიჯერებდი და ზუსტად ვიცი, დედაჩემს არასდროს ვაპატიებდი, რომ არ გავეჩინე.
როცა ჩემი გულის ქვეშ, მეორე გულმა დაიდო ბინა, ორივემ მიზნად დავისახეთ მხოლოდ ერთი რამ -
სიცოცხლე.
ამისათვის გავიარეთ ძალიან მძიმე და მტკივნეული ცხრა თვე. ეს მხოლოდ მე და დემეტრემ ვიცით და მხოლოდ ჩვენ ორმა ვიგემეთ. რიგმა მიზეზებმა განაპირობა, ბრძოლა დაგვჭირდა მხოლოდ ერთი რამისთვის - სიცოცხლისათვის.
ეს იყო ყველაზე მწარე და მძიმე წუთები, დასრულდა გამარჯვებით მხოლოდ ერთი რამისთვის - სიცოცხლისათვის.
უკვე შვიდი წლის დემეტრეს დედა ვარ. მან, ამ შვიდი წლის მანძილზე თავისდაუნებურად მასწავლა ბევრი რამ. აი, მაგალითად, "ლილიკო, როცა სიხარული ნოლია, სიცოცხლეც არის ნოლი," "ლილიკო, მერე რა მოხდა! ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანი რამ იყო?!" - არც არაფერი! ყველაფერი უმნიშვნელოა, ყველა პრობლემა სასაცილოა იმასთან შედარებით, რამხელა პოზიტივსა და ძალასაც მმატებს ჩემი შვილი! ყოველი დღის ბოლოს მჯერა მეორე დღის გათენების და მისი მომღიმარი სახის დანახვის, იმიტომ, რომ სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. მისი სიცილის ხმა კი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია!
რაც ერთმანეთს ჩავკიდეთ ხელი - ვცხოვრობთ სიცოცხლისთვის შესაფერისად. თუ ცუდად ვიქცევით - მთელი გულით ვიქცევით ცუდად და თუ კარგად - ისიც, მთელი გულით. მეტი არაფერი შეგვიძლია, ამიტომ არ მაინტერესებს არავის აზრები და არავის ჭორები ჩვენ ირგვლივ. ჩემი მომღიმარი სახის მიზეზი ჩემი შვილია და ამ ღიმილებს უკანაც ბევრი ტკივილია.
წაკითხეთ ამ თემაზე:
რა ხდება აბორტის დროს - ვიდეო, რომელიც ბევრს გადააფიქრებინებს ამის გაკეთებას

დედა მას მუდმივად წამლავდა - აბორტის შედეგად გადარჩენილი ბავშვი


როგორ სჯიდნენ აბორტისთვის ძველ საქართველოში

მთავარი ისაა, მე და დემეტრეს გვყავს ერთმანეთი და ჩვენ გვჯერა ერთმანეთის...
მე არ დავიწყებ ვუსურვო სასწაულები, მე მხოლოდ მინდა, გაუფრთხილდეს საკუთარ სიცოცხლეს და არც სხვისას შეუქმნას საფრთხე. სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და გამოიყენოს ისე, რომ საკუთარ თავთან კომფორტში იყოს მუდამ...
უფ, ემოციური დღეა, მომიტევეთ".

15369
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
```