რა პრობლემები შეექმნა ამერიკაში მყოფ ნინი წიკლაურს ბავშვის გაჩენის შემდეგ - „გადაადგილება მიჭირდა, დახმარების გარეშე ვერ ვმოძრაობდი“
რა პრობლემები შეექმნა ამერიკაში მყოფ ნინი წიკლაურს ბავშვის გაჩენის შემდეგ - „გადაადგილება მიჭირდა, დახმარების გარეშე ვერ ვმოძრაობდი“
ერთი თვის წინ ნინი წიკლაური ბიჭის დედა გახდა. მომღერალმა შვილი ამერიკაში გააჩინა, 5 თვის ორისული იყო, როცა საქართველო დატოვა და შტატებში მეუღლის, თემო ტუღუშის გარეშე გაემგზავრა. დაუგეგმავმა საკეისრო კვეთამ მცირე პრობლემები შექმნა, თუმცა, საბედნიეროდ, დღეს დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ და ჩვენს საიტს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევენ.

- მოგეხსენებათ, ამერიკაში მიმოსვლა ორსულობამდეც მქონდა, ხშირად ჩავდიოდი ხოლმე სხვა
დასხვა ღონისძიებაზე... შვილის ამ ქვეყანაში გაჩენა იმ კონკრეტულ მომენტში არ გადამიწყვეტია, ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ამის სურვილი სულ მქონდა. თუნდაც იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ორსული ქალი დიდი უფლებებითა და მხარდაჭერით სარგებლობს, ბავშვი კი ქვეყნის მოქალაქე ხდება და ეს უმნიშვნელო საკითხი სულაც არ არის. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი და ჩემი შვილის კომფროტისთვის მივიღე ეს გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით საბა ერთი საფეხურით წინ წავწიე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი ქვეყანა არ მიყვარს და სამშობლოს დავუკარგავ შვილს, პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში დავიბადე, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინდახედული ნაბიჯია შვილის ასეთ ქევყანაში გაჩენა. საბა როცა გაიზრდება, თავად გადაყწვეტს, სად იცხოვრებს, მე ჩემი მხრიდან გზა გავუხსენი და თუ მას ექნება სურვილი, უპრობლემოდ იცხოვრებს ამერიკაშიც.

- როგორც ვიცი, ორსულობის
პერიოდში ამერიკაში მეუღლის გარეშე გაემგზავრე, რატომ?
- 5 თვის ორსული ვიყავი, ამერიკაში რომ წამოვედი, თემოს საბუთების საკითხი იყო მოსაგვარებელი, ამას დრო სჭირდებოდა, მე კი შემდეგ თვეებში შეიძლებოდა, გამჭირვებოდა ფრენა. ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, ასე გადავწყვიტეთ, რომ ჯერ მე წავსულიყავი. იქ ახლობელ-მეგობრები ოჯახებით მელოდებოდნენ და ისეთი ყურადღება მომაქციეს, მარტო თავი ნამდვილად არ მიგრძნია, ასე რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა მარტოს წასვლა გამჭირვებოდა.

- საბა საკეისრო კვეთით გააჩინე?
- სამწუხაროდ, დამჭირდა საკეისრო კვეთა და ამიტომ გამიკეთეს. მე არ მესმის იმ ქალების, ვისაც, არ სჭირდება საკეისრო და მხოლოდ იმიტომ იკეთებს, რომ სამშობიარო ტკვილების ეშინია. მე ისეთი ტკივილები გადავიტანე, ვერ ავხსნი. ამას ჯობია უშუალოდ მშობიარობის დროს გტკიოდეს და მერე კარგად იყო, ვიდრე უმტკივნეულოდ გააჩინო და შემდეგ მთელი კვირები ტირილში ატარებდე. თავიდან, ამერიკაში რომ ჩამოვედი, შიშის მომენტი მქონდა და ვფიქრობდი საკეისროთი ბავშის გაჩენას, მაგრამ მერე ექიმმა იმდენი მელაპარაკა, გადამაფიქრებინა და დამიყოლია ფიზიოლოგიურ მშობიარობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, დაუგეგმავი საკეისრო კვეთა დამჭირდა და გამიკეთეს კიდეც.

- ალბათ ბავშვის დაბადების მომენტში მეუღლე უკვე შენთან ერთად იყო...
- საბა უნდა გაჩენილიყო თვისა და ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ ნაადრევად გამიკეთდა საკეისრო. ასე იყო საჭირო... გეგმის მიხედვით, თემოს ამ მოვლენებისთვის უნდა ჩამოესწრო, მაგრამ საბა დაიბადა და გამთენიისას შემოგვიერთდა თემოც. იდეაში თავის დროზე კი არა, ბევრად ადრე ჩამოვიდა, უბრალოდ, საბამ მოინდომა ნაადრევად ამქვეყნად მოვლინება.

- მშობიარობის შემდეგ სოციალურ ქსელში წერდი, რომ პრობლემა გქონდა შენც და პატარასაც... რაში იყო საქმე?
- ამერიკაში ჩამოფრენის შემდეგ, შემექმნა ჯანმრთელობის პატარა პრობლემა, რამაც განაპირობა საკეისროს გაკეთება ერთი თვით და ერთი კვირით ადრე. როგორც მერე ექიმებმა მითხრეს, ეს პრობლემაა ემოციური ფონისგან მომდინარეობდა. პირდაპირ ამას ვერ აბრალებენ, მაგრამ ძირითადი მიზეზი ეს გახლავთ. ეტყობა მაინც ვინევრიულე, არ იყო თემო, არც დედაჩემი, არც ბებო და ეს რასაკვირველია, მოქმედებს ადამიანზე, მით უმეტეს ორსულზე. ამ ყველაფერმა შემიქმნა პრობლემა მე, შესაბამისად, ბავშვიც ადრე დაიბადა და ამის გამო საავადმყოფოში მოგვიწია დიდხანს გაჩერებამ.
აქ ცოტა სხვანაირი წესებია. სანამ ბავშვი არ მიაღწევს იმ ეტაპს, როცა უნდა დაბადებულიყო, მანამდე სახლში არ უშვებენ. წარმოიდგინე, საბა დაიბადა თვითა და ერთი კვირით ადრე, არადა აქაური კანონებით, ბავშვი უნდა დაიბადოს დასრულებული თვით, 7-თვიანი, 8-თვიანი, 9-თვიანი და ა.შ. საბას არა მარტო ერთი თვე, ერთი კვირაც აკლდა დაბადებამდე, ამის გამო დაგვჭირდა საავადმყოფოში დიდხანს ყოფნა, მაგრამ ამან კარგი შედეგი მოგვცა, ბავშვი გამოვიყვანეთ სრულიად უპრობლემო და ჯანმრთელი. ამასობაში, მეც მომიშუშეს ჭრილობები, მოვძლიერდით ორივე და გამოგვწერეს სახლში. არადა, თავიდან ბავშვი რომ დაიბადა, ვიღებდი უამრავ მილოცვას, მეკითხებოდნენ, როგორია დედობაო. მე კი საერთოდ არ ვიღებდი ხმას. მაშინ ცალ-ცალკე უნდა მეხსნა ყველასთვის, - იცით?! მე ჯერ არ ვიცი, როგორია დედობა, რადგან ჩვენ ისევ საავადმყოფოში ვართ, ბავშვი ცალკე ჰყავთ და მე ცალკე ვარ. ამის თავი კი არ მქონდა და ცოტა ეს სიტუაციაც მძაბავდა..

- ანუ საავადმყოფოში შენ და ბავშვი ცალ-ცალკე იყავით?
- კი, მაგრამ ნებისმიერ დროს, რამდენი ხნითაც მინდოდა, იმდენი ხნით ვნახულობდი, უბრალოდ მე გადაადგილება მიჭირდა, დახმარების გარეშე ვერ ვმოძრაობდი და ეს იყო პრობლემა. თემომ ბავშვს იმ პერიოდში დედაზე მეტი გაუკეთა, ექიმები შოკში იყვნენ, იქ მსგავსი რაღაცები მაგრად უკვირთ, გაოცებას ვერ მალავდნენ თემოს გამო.
mshoblebi

- ახლა უკვე შეგილიძა თქვა, როგორია დედობა, ვინ გეხმარება საბას გაზრდაში, სად ცხოვრობთ და ა.შ..
- როგორც გითხარით, თავიდან ახლობლების ოჯახში ვიყავი, მაგრამ თემოს ჩამოსვლის შემდეგ ცალკე გადავწყვიტეთ ბინის ქირაობა და ცალკე ვცხოვრობთ. საბას მთლიანად მე და თემო ვუვლით, ყველა წვრილმანს ჩვენ ვუკეთებთ. ძალიან კარგი გასაზრდელია, როცა შია და პამპერსი აქვს გამოსაცვლელი, მხოლოდ მაშინ ტირის, სხვა მხრივ მშვიდია.

- ნინი, ახლა როგორია თქვენი გეგმები, აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?
- რა თქმა უნდა. საბა ცოტა რომ წამოიზრდება, დაახლოებით ზაფხულის პერიოდში დავბრუნდებით საქართველოში. ბევრი ადამიანი ელოდება საბას, პირველ რიგში ბებიაჩემი - ლიანა. მისი ყველაზე დიდი სურვილია, დაიჭიროს ჩემი შვილი ხელში და ამას აუცილებლად მალე ავუსრულებ. ჩამოვალ აუცილებლად, თან მაქვს საქმეები, რაღაცები ჩასაწერი, გადასაღები. მერე ისევ დავბრუნდები ამერიკაში და ასე წავალ-წამოვალ ხოლმე.

- მახსოვს, ბებოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ახლა როგორაა?
- ბებომ რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, ცუდად იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა კარგადაა და მისი სურვილია საბა ნახოს მალე.

- თემო ახლა რას საქმიანობს და ხომ არ ეშლება ხელი ამერიკასა და საქართველოში მიმოსვლის გამო?
- რამდენიმე კვირაა, რაც გადმოვედით ახალ სახლში, სანამ დავლაგდით, დავბინავდით, დრო გავიდა. შესაბამისად, ჯერჯერობით საქმიანობაზე საუბარი ადრეა. ვნახოთ, მომავალში რა და როგორ იქნება.
ციცი ომანიძე
43055
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```