გარშემო მყოფები გიჟდებიან დედების გაკრიტიკებაზე - "როგორ ზრდის შვილს..." "როგორ ექცევა..." "როგორ კვებავს..."
გარშემო მყოფები გიჟდებიან დედების გაკრიტიკებაზე - "როგორ ზრდის შვილს..." "როგორ ექცევა..." "როგორ კვებავს..."
ბევრი ცნობილი დედა, კიმ კარდაშიანი, ბიონსე ან შარლიზ ტერონი ჩივიან იმაზე, რომ ადამიანები გამუდმებით განიხილავენ მათ ცხოვრებას და იმას, თუ როგორ ზრდიან ისინი შვილებს. ამ ფენომენს სპეციალური სახელწოდებაც კი მოუფიქრეს თურმე - "მამიშეიმინგი" (ინგლისური სიტყვიდან სჰამე - განსჯა, გაკიცხვა).

ამერიკელმა მეცნიერებმა სპეციალური გამოკითხვაც კი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ "მამიშეიმინგის" პრობლემა საერთაშორისოა და გარშემო მყოფთა განსჯის საგნად რომ იქცე, სულ არ არის აუცილებელი, სელებრითი იყო. გამოკითხვაში 475-მა დედამ მიიღო მონაწილეობა. მათ
ყველას ერთი შვილი მაინც ჰყავდა ხუთ წლამდე ასაკის.
თითქმის ორმა მესამედმა აღიარა, რომ გამხდარან კრიტიკის ობიექტები შვილების აღზრდის მეთოდების გამო. უმრავლესობამ ისიც აღიარა, რომ კრიტიკა ხშირად უახლოესი ადამიანებისგან მოდის - ქმრისგან, საკუთარი ან ქმრის მშობლებისგან.
მეორე ადგილზე "კრიტიკოსთა" შორის არიან მეგობრები, რომლებსაც უყვართ არამკითხე და უსარგებლო რჩევები. შემდეგ არიან გამვლელები და სხვა უცნობები, ასევე კომენტატორები სოციალურ ქსელში.

გამოკითხულთაგან ყოველი მეორე დედა ერთხელ მაინც გამხდარა კრიტიკის ობიექტი - გაუკიცხავთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, სოციალურ ქსელში ან ქუჩაში. ყველას ჰქონდა მოსაყოლი რაღაც ამბავი, დაკავშირებული "მამიშეიმინგთან".

ჩვეულებრივ, დედებს კიცხავენ იმის გამო, რომ მათი შვილები რაღაცას არასწორად აკეთებენ, მაგალითად, ისტერიკას აწყობენ სუპერმარკეტში ან ტრანსპირტში. კრიტიკის მიზეზებს შორის დისციპლინის
შემდეგ მეორე ადგილზეა კვება და ძილი. დედას აკრიტიკებენ იმაზე, თუ როგორ აჭმევს ბავშვს ან როგორ და როდის აძინებს... გამოკითხვის მონაწილეთა უმრავლესობა ფიქრობს რომ საზოგადოება მეტისმეტად დიდ წნეხში ატარებს დედებს და აკომპლექსებს კიდეც, რაც მათ თავდაჯერებულობას უქვეითებს და ხშირად ეშინიათ კიდეც ასე თუ ისე მოქცევის. ზოგიერთი დეპრესიაშიც კი ჩავარდნილა მისი დედობის მუდმივი კრიტიკის გამო.

"ბავშვებს სჭირდებათ თავდაჯერებული დედა, - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი სარა კლარკი, - დედა რომელიც მერყეობს და გამუდმებით ელოდება კრიტიკას და გაკიცხვას საზოგადოებისგან, ძნელად იღებს გადაწყვეტილებებს. შედეგად, მისი შვილებიც თავს დაუცველად გრძნობენ და ეს ცუდად აისახება მათ ქცევაზე. დედა კი კიდევ მეტ კრიტიკას იღებს..."

კლარკი ურჩევს დედებს, ეცადონ, არ მიიღონ კრიტიკა გულთან ახლოს. ბევრი იკითხონ სანდო ინფორმაცია ინტერნეტში თუ წიგნებში, მიენდონ საკუთარ ინტუიციას, დედის გულს, შეიძინონ მეტი თავდაჯერება და გაზარდონ შვილები ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად, რასაკვირველია, გონიერების ფარგლებში. გაზარდონ არა სხვებისთვის მისაღები, არამედ ბედნიერი ბავშვები. და თავადაც დატკბნენ დედობით.


თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? თქვენც გამხდარხართ "მამიშეიმინგის" მსხვერპლი?
3641
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?