ყველაზე კითხვადი
"ლამაზ სხეულში ლამაზი სულია" - 3 შვილის დედის თიკა ფაცაციას ცხელი ფოტოები
"ლამაზ სხეულში ლამაზი სულია" - 3 შვილის დედის თიკა ფაცაციას ცხელი ფოტოები
ტელეწამყვანი და მოდელი თიკა  ფაცაცია 36 წლისაა და სამი შვილის დედა. თუმცა არც ასაკი და არც მრავალშვილიანი დედის სტატუსი მის მშვენიერ გარეგნობაზე არ აისახება უარყოფითად. ფაცაცია მართლაც იდეალურ ფორმაშია, რასაც მისი ახალი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

ტელეწამყვანი მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს. ახალმა ფოტოებმა ფეისბუქზე მის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. "რაშივით ხარ", "ლამაზ სხეულში ლამაზი სულია", "სასწაული გოგო ხარ" - ეს და მსგავსი კომენტარები მოჰყვა თიკას ფოტოებს. 
mshoblebi
mshoblebi

როგორც აღვნიშნეთ, თიკას
სამი შვილი ჰყავს - ალექსანდრე, იოანე და ანდრია, რომელთაც ცდილობს,
ყურადღება არ მოაკლოს და ამბობს, რომ მესამე შვილის გაჩენის შემდეგ საერთოდ უარი თქვა ღამის ცხოვრებაზე და მთელ თავისუფალ დროს ბავშვებს უთმობს.
mshoblebi
"მთელ შვებულებას მთლიანად ჩემს ოჯახს ვუთმობ, მათ გარეშე ჩემი არსებობა წარმოუდგენელია... მათთან ხან მშვიდი ვარ და ხანაც - ემოციური... თუმცა ემოციური სულ ვარ. სხვათა შორის, ჩვენი გადაცემა "შუადღე" ბევრ ინფორმაციას მაძლევს და მის პრაქტიკაში გადატანას ვცდილობ. რაღაცეები ჩემშიც შეიცვალა და ჩემი, როგორც დედის, მიდგომებიც განსხვავებულია. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მკაცრი არ ვარ. პატარას, ბუნებრივია, არ ვსჯი, დიდს კიდევ, იმდენად დიდია, ვერ ვსჯი. როცა ერთმანეთთან კონფლიქტი, გაუგებრობა აქვთ, ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ეს არის. ამაზე ძალიან ცუდად ვრეაგირებ. ძმები არიან, ასაკშიც სხვაობაა და მაინც აქვთ ხოლმე რაღაც დაძაბულობები. ერთმანეთის არ ესმით, კინკლაობენ, ჩხუბობენ და ეს მაგიჟებს! ამ დროს შეიძლება ყველაზე ემოციური ვიყო".
mshoblebi
mshoblebi

19732
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (3)
10:01 / 15-08-2017
deda
თიკა,გააჩინეთ ბევრი შვილი!ძალიან გთხოვთ!
12:38 / 14-08-2017
იზა
უაღესად პოზიტიური ქალბატონი ულამაზესი შვილებით. სიყვარულით ბორჯომელები
08:54 / 14-08-2017
ათენა
გაიხარეთ, თიკა! უმშვენიერესო, ულამაზესო, უსაყვარლესო, უპოზიტიურესო :)) :* სულ ასეთი გაღიმებული და ბედნიერი იყავით თქვენს ლამაზ ოჯახთან ერთად! მეამაყებით, მართლა! სამაგალითო ქალი ხართ!
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
21.09.2017
"პირველ ხანებში ძალიან ვიღლებოდი. ერთხელ ერთ-ერთი ტყუპი ბაგაში დამრჩა. არ ვიცი, რა დღე და რა რიცხვია... მაგრამ..."
19.09.2017
"თუ საშუალება არის, მშობლებმა უნდა აღზარდონ შვილები და არა ბებია-ბაბუა-ძიძებმა... ჩვენც მარტო ვზრდით..."
19.09.2017
"ბავშვი რთულად სამართავია, გარეთაც ვერ გამყავს. ასე ვართ მთელი დღეები ერთ ოთახში გამოკეტილი და ფანჯრიდან ვუყურებთ სამყაროს..."
18.09.2017
გამოცემა Smart Parenting ერთი საოცრად კრეატიული დედის აღმოჩენის შესახებ გვიამბობს
27.08.2017
მას ხომ არავინ დააძალა ამდენი ბავშვის გაჩენა? ნუთუ არ ფიქრობდა ბავშვების მომავალზე? - კრიტიკული აზრები და ჩვენი პასუხი
24.08.2017
"მეორე ბავშვთან თავს უფლებას ვაძლევ, არ ვიყო იდეალური დედა... არ ვაუთოვებ ისტერიულად ბავშვის ტანსაცმელს და..."
18.08.2017
ახალბედა დედამ არც კი იცის, აპატიებს თუ არა საკუთარ თავს დანაშაულებრივ გულგრილობას...




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი