ახალბედა დედამ არც კი იცის, აპატიებს თუ არა საკუთარ თავს დანაშაულებრივ გულგრილობას... ახალგაზრდა დედა მიეჩვია უძილო ღამეებს, რადგან მისი ახადაბადებული ბავშვი გამუდმებით ტიროდა ან შიმშილისაგან ან მუცლის ტკივილისგან. ელოდებოდა, როდის დამთავრდებოდა ეს პერიოდი, თუმცა 6 თვის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გაუარესდა...
დაბადებისას ბიჭი იწონიდა 3500 გრამს და იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი. სამშობიაროში მედდებმა ასწავლეს, თუ როგორ უნდა ეკვება ძუძუთი სწორად.
«თავიდან ძუძუთი კვება ძალიან მტკივნეული იყო. მედდებმა მითხრეს, რომ თუ სწორად მივცემდი ბავშვს ძუძუს, ტკივილი აღარ მექნებოდა. როდესაც მათ ნახეს, როგორ ვაჭმევდი ბავშვს, მითხრეს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ვფიქრობდი, ბავშვის კვება გამეგრძელებინა ხელოვნური საკვებით, მაგრამ ერთ კვირაში მივეჩვიე და გავაგრძელეთ ძუძუთი კვება».
7 რჩევა, რომ დედას რძე მოემატოს
6 თვის შემდეგ დედამ განგაში ატეხა.
4 თვის ასაკში ექიმთან ვიზიტის დროს ბავშვს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. იგი იწონიდა 6,5 კგ-ს. ამის შემდგომ დაიწყო პრობლემები.
«6 თვის თავზე ბავშვს ხელები და ფეხები ძალიან გამხდარი ჰქონდა, ხოლო მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა. იმდენად გამოუცდელი ვიყავი, რომ მეგონა, ეს ნორმალური იყო».
«ღამე ძალიან მოუსვენრად ეძინა. ბევრს ვკითხულობდი ოთხი თვის კრიზისზე და ყველაფერს ამას ვაბრალებდი. თუმცა რჩებოდა საგანგაში სიმპტომები: თუ ადრე იღვიძებდა, კარგ ხასიათზე, ახლა იღვიძებდა კივილით. ვერ ვხვდებოდი, რატომ ხდებოდა ასე?“ ქალი ეჭვობდა, რომ პატარას არ ჰყოფნიდა დედის რძე და ის შიმშილისგან ტიროდა.
«ჯერ ვაძლევდი ძუძუს, შემდეგ ვიწველიდი 100-120 მლ-ს. 4 თვიდან გამოწველით აღარაფერი გამოდიოდა. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს იყო ნორმა და რომ ჩემი ორგანიზმი გამოიმუშავებდა იმდენ რძეს, რამდენიც იყო საჭირო ბავშვისთვის. ძუძუ აღარ ივსებოდა ბოლომდე, რაც ნორმალურ სიმპტომად ჩავთვალე“.
დედამ გადაწყვიტა, ბავშვისთვის მიეცა ხელოვნური საკვები.
«ვფიქრობდი, რომ ძილის კრიზისი ჰქონდა, ან კბილების ბრალი იყო, ან სულაც მუცელი სტკიოდა... ამ პერიოდში ჩემი ქმარი უმუშევარი იყო და ექიმთან ვიზიტის თანხები არ გვქონდა. ამიტომ მთლიანად ინტერნეტმომხმარებელთა რჩევებს მივენდე, რაც ჩემს დიდ დანაშაულად მიმაჩნია“.
ასევე იხილეთ: როგორ გავიგოთ, ყოფნის თუ არა ბავშვს რძე
6 თვის ასაკში ბავშვი იწონიდა 500 გრ.-ით ნაკლებს, ვიდრე 4 თვის ასაკში.
«მან მთელი ბოთლი დაცალა და ტირილი დაიწყო. კიდევ დავუმატე, ჯამში - 300 მლ დალია ერთ ჯერზე“. გული ამტკივდა, როდესაც მივხვდი, თუ როგორ ვაშიმშილებდი ბავშვს.
იმ დღიდან გადავიდნენ ხელოვნურ კვებაზე. ახალბედა დედა ბრაზდება თავის თავზე, რადგან ბოლომდე მინდობილი იყო ინტერნეტს და ითვალისწინებდა ინტერნეტმომხმარებლის რჩევებს. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელია და უკვე იმატებს წონაში.
«მას შემდეგ, რაც გადავიდა ხელოვნურ კვებაზე, ბიჭმა 2 კვირაში 1,5 კგ. მოიმატა. ძინავს კარგად და გუნება-განწყობაც გამოუსწორდა“.
«ჩემი აზრით, ბავშვს არ ყოფნიდა რძე 2 თვის განმავლობაში. არ ვიცი, როგორ გადარჩა, ის ჩემთვის ყველაფერია. ის ჩემი ბედნიერებაა“.
რომ არა დედის ინტუიცია, შეიძლებოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო. ნუ მიენდობით მხოლოდ ინტერნეტმომხმარებელთა რჩევებს!