"მეორე ბავშვთან თავს უფლებას ვაძლევ, არ ვიყო იდეალური დედა... არ ვაუთოვებ ისტერიულად ბავშვის ტანსაცმელს და..." პირველი ბავშვის აღზრდა იგივეა, რაც მართვის მოწმობის აღებისთანავე მანქანის მართვა. ერთდროულად საშიში და დამღლელია ეს ყველაფერი. ძალზე ბევრი ახალი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აქვს ახალბედა დედას. მხოლოდ მეორე ბავშვთან მზად არიან მშობლები, გულწრფელად ისიამოვნონ პაწაწინა ვარდისფერი ტერფებით.
ორი გოგონას დედა ეკატერინა გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას.
თავს უფლებას ვაძლევ - ვიყო არაიდეალური დედა.
ჩემი ცხოვრება მაგონებს ძველ ანეკდოტს, სადაც პირველ ბავშვს ყველაფერს უსტერილებდნენ, ხოლო მესამე კატის თეფშიდან ჭამდა. ჩვენ კატა არ გვყავს, მაგრამ სამაგიეროდ გვყავს მამა, რომელიც ისე ღელავდა ჩვენს უფროს შვილზე, რომ ქლორით ასტერილებდა ოთახებს. მეც თანახმა ვიყავი დამექლორა არა მხოლოდ საცხოვრებელი ფართი, არამედ სტუმრებიც. მათ ხომ მიკრობები ჰყავდათ, ჩვენ კი - ახალშობილი. გასაკვირიც არ არის, რომ არავინ მოდიოდა ჩვენთან.
მეორე ბავშვის დროს ქლორი არავის გახსენებია. ახლობლებს საეჭვოდ უხაროდათ, როდესაც ვთხოვდით პატარასთან დარჩენას. მეორე ბავშვთან თავს უფლებას ვაძლევ, არ ვიყო იდეალური დედა. არ ვაუთოვებ ისტერიულად ბავშვის ტანსაცმელს, არ ვასეირნებ ყოველდღე 40 წუთის განმავლობაში (როდესაც ძალა აღარ მაქვს), და კიდევ ბევრ რამეს აღარ ვაკეთებ. ამასთან, არ მაქვს დანაშაულის გრძნობა და არ ვედრები სხვა დედებს.
არ ვცდილობ გენიოსის გაზრდას.
მაშინ, როდესაც პირველმა ბავშვმა ის ის იყო თავი დაიჭირა, ის ერთადერთი მსმენელი გახდა ჩემი გაკვეთილებისა: „შეხედე ნინი, ეს სახლია, რომელშიც 10 სათრთულია. მოდი დავითვალოთ-ერთი, ორი, სამი...“ ბავშვი საპასუხოდ მხიარულად უშვებდა პირიდან ბუშტუკებს...
მეორე გოგონა ახლა 7 თვისაა და მისი ინტელექტუალური განათლება მოიცავს იმას, რომ როდესაც ნაგვის ურნასთან მიცოცდება - ხელით ააშრიალოს პარკი. ადრეული განვითარების წიგნებს მტვერი დაედოთ, არავინ აჩვენებს პატარას შავ-თეთრ სურათებს ცხოველების გამოსახულებით, არავინ აწვალებს სპეციალური საბავშვო მუსიკით - კოგნიტური უნარების გასაუმჯობესებლად. დაკავებული ვარ ჩახუტება-მოფერების ფუნქციით, რადიოს მოვალეობას უფროსი გოგო ასრულებს. ვფიქრობ, რომ კარგად მოვეწყვეთ.
როგორც დედა - დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში.
თუ ადრე ძირითადად ექსპერტებს ვუსმენდი იმის თაობაზე, თუ რა საკვები მიმეცა, როგორ მებანავა, როგორ მყვარებოდა - ახლა ორიენტირებული ვარ საკუთარ ცოდნასა და ინტუიციაზე, რადგან ვენდობი და ვაკონტროლებ საკუთარ თავს. საათობით ვიჯექი ინტერნეტში და და ვკითხულობდი სტატიებს, თუ რა სახით მიმეცა ფაფები: დამეფქვა ბურღულეული, თუ ბლენდერში გამეტარებინა?! გამუდმებით ეჭვი მეპარებოდა საკუთარ გადაწყვეტილებაში, შემდეგ ექიმთან ვაზუსტებდი და ა.შ.
ბავშვიც თითქოს გრძნობდა იმას, რომ არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული, გამუდმებით ვყოყმანობდი ყველაფერზე. ჩემი პატარა საბოტაჟს მიწყობდა: იფურთხებოდა გოგრას, მიტრიალებდა წიწიბურიან თეფშს, მაგიდაზე უსმევდა ხაჭოს...
უმცროსთან მსგავსი პრობლემები არ მქონია. ზუსტად ვიცოდი, რა და როდის უნდა მიმეცა. მას არაჩვეულებრივი მადა აქვს და არასოდეს მიხდება მისი გართობით კვება, როცა უფროსის კვებაზე მესაჭიროებოდა ანიმატორი-დედა და სოლო გამოსვლები...
პრობლემები სწორ გზაზე? - გმადლობთ, არ არის საჭირო...
მშობიარობის პირველ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს- ვუყურებდი მძინარე ბავშვს და ვუსმენდი მის სუნთქვას, ასე გრძელდებოდა შემდგომი ღამეებიც. ინტერნეტ-ექიმების ინფორმაციით ბავშვის მუცელზე წოლა საშიშროებას წარმოადგენდა და ამიტომაც გამუდმებით ვდარაჯობდი საწოლთან, ვცდილობდი შემეცვალა მისი მდგომარეობა ძილის დროს. ვნერვიულობდი, მეჩვენებოდა, რომ ნორმაზე მეტხანს ეძინა.
როდესაც პირველ ბავშვს ველოდებოდი ვფიქრობდი, რომ ის ჩვენი ცხოვრების ბედნიერი დანამატი იქნებოდა, ისევე როგორც მორიგი ჰობი. „ოღონდ ჯანმრთელი გაჩნდეს და დანარჩენი სისულელეა“-თქო ვამბობდი გამოუცდელად. მიუხედავად სიყვარულისა მომავალი პატარას მიმართ - მაინც არ ვიყავი მზად და არ მქონდა ბოლომდე გაცნობიერებული ჩემი მოვალეობები.
მახსოვს შეუდარებელი გრძნობა, როდესაც მშობიარობის შემდეგ პირველად გავედი ქუჩაში პურის საყიდლად. ო, ღმერთო, როგორ არ მინდოდა სახლში დაბრუნება, მინდოდა უსასრულოდ ქუჩებში ხეტიალი და თოვლის ყურება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღე ჩემი ცხოვრება: ვისწავლე დახუჭული თვალებით საფენის გამოცვლა, ნახევარ საათში სახლის დალაგება, მხოლოდ სასარგებლო საკვების მომზადება და როცა პატარა ბორშს გადმოაქცევდა იატაკზე, მშვიდად ათამდე დათვლა.
მოკლედ, მეორე ბავშის გაჩანისას მზად ვიყავი როგორც მორალურად, ასევე ფსიქოლოგიურად. როდესაც ის დაიბადა, ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულად არაფერი შეცვლილა. უბრალოდ დაგვემატა რამდენიმე დამატებითი საქმიანობა. არა ისე, როგორც პირველი ბავშვის შემთხვევაში, როდესაც ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. სამაგიეროდ, ახლა გვაქვს ჩუმი სიხარული: ახლა უფრო თავისუფლად და ბედნიერად ვგრძნობ თავს, ვიდრე ერთი ბავშვის ყოლის დროს.