აახალგაზრდავებს თუ არა ქალს გვიანი ორსულობა ქალებმა, რომლებიც საკმაოდ გვიან გახდნენ დედები, ისაუბრეს 6 რამეზე, რაც გააცნობიერეს ბავშვის დაბადების შემდგომ.
1. ახალგაზრდობა დაბრუნდა
მიუხედავად ძილის ნაკლებობისა, გამუდმებული შფოთვისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა - დედობა 40 წლის შემდეგ გაიძულებთ თავი იგრძნოთ ახალგაზრდად. ზოგიერთი ქალი აღიარებს, რომ თავს მოზარდად გრძნობს.
"ეს ჯერ კიდევ ორსულობის დროს დაიწყო, როდესაც ისევ გამიჩნდა სახეზე გამონაყარი. შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდით, შემეძლო ტირილი დამეწყო ნებისმიერი წვრილმანის გამო. მეგონა, ჰორმონალური ცვლილებები უკან მოვიტოვე, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდა", - ამბობს 43 წლის მიშელ ნოიერდორფი.
2. ახალგაზრდობას მკვეთრად ცვლის სიბერე
40 წლის ასაკში ქალი არ არის მზად, რომ "ასაკოვანი" დაუძახონ. მაგრამ ექიმთან ხშირი ვიზიტები საპირისპიროს მეტყველებენ.
"მეგონა, დაორსულება რთული იქნებოდა ჩემს ასაკში, მაგრამ ყველაფერი იოლად და ბუნებრივად მოხდა. ამიტომ არ ვიყავი მზად იმისთვის, როდესაც ექიმი მაფრთხილებდა ნაყოფის დეფექტების რისკებზე", - ყვება მიშელი.
დედები 40 წლის ზემოთ ხშირად ხვდებიან სიტუაციას, როდესაც მათ შეცდომით ბავშვის ბებიად მიიჩნევენ. ამასაც უნდა შეეგუოთ.
3. მეგობრების ცოდნა და გამოცდილება თქვენს განკარგულებაშია
უზარმაზარი დადებითი მხარე გვიანი დედობისა არის ის, რომ თქვენი მეგობრები, რომლებმაც სულ ახლახან გამოიარეს ის, რაც თქვენ ჯერ კიდევ წინ გელით, გაგიზიარებენ სასარგებლო რჩევებს (ბებიებისაგან განსხვავებით, რომლებმაც შვილები 40 წლის წინ გააჩინეს). მეგობრები გულწრფელად გაგაფრთხილებენ იმის შესახებ, რომ ორსულობის დროს დაგეწყებათ თმის ცვენა, რთული იქნება ორსულობის ბოლო პერიოდში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ოდესღაც დამთავრდება.
4. თქვენ დააფასებთ საკუთარ ჯანმრთელობას
ამ ასაკში თქვენ უკვე კარგად გაქვთ შესწავლილი საკუთარი სხეული და სათუთად ეპყრობით მას.
5. მზად იყავით შეკითხვებისთვის
"არ მადარდებს შეკითხვების შინაარსი. ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის, როდესაც იგებენ ჩემს ასაკს, ვერ იჯერებენ, რომ ბუნებრივად მოხდა დაფეხმძიმება და არ გამომიყენებია თანამედროვე მედიცინის მიღწევები. თითქოს 35 წლის ასაკში ჩვენი საკვერცხეები აღარ ფუნქციონირებენ!" - ამბობს 3 შვილის დედა კარლა კონორი.
6. თქვენ შესანიშნავი დედა იქნებით!
ყველა დედას აწუხებს კითხვა: რამდენად კარგი დედა ვიქნები ჩემი შვილისთვის? "აღარ მაქვს იმდენი ენერგია, რამდენიც ჩემზე ახალგაზრდებს. ამიტომ ვცდილობ, უმნიშვნელო რამეზე არ დავხარჯო ის. ვაკეთებთ იმას, რაც მოსწონს ჩემს შვილს. მაგალითად, ძილის წინ ვკითხულობთ ზღაპრებს, დასვენების დღეებში გავდივართ ქალაქგარეთ და სხვა", - ამბობს მიშელ ნოიენდორფი.
ბავშვების აღზრდა რთულია, არ აქვს მნიშვნელობა მშობლის ასაკს.
"მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვის ღზრდა 40 წლის შემდეგ ყველაზე სასარგებლო გამოცდილებაა, რომელიც კი მქონია ცხოვრებაში".