შემთხვევა სულ ახლახან მოხდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალი 4 თვის ბავშვით სამხრეთ კორეიდან, სეულიდან მიფრინავდა სან-ფრანცისკოში მიფრინავდა და საკმაოდ დიდხანს უნდა ემგზავრა. ეს მისი შვილისთვის პირველი ფრენა იყო და დედა არა მხოლოდ იმაზე ღელავდა, ბავშვი როგორ აიტანდა ამ მგზავრობას, არამედ იმაზეც, რომ დანარჩენი მგზავრები არ შეწუხებულიყვნენ.
მან თვითმფრინავის 200 მგზავრს დაურიგა პატარა პაკეტები ტკბილეულით და ყურსაცვამებით. ყველა პაკეტს ბარათი ჰქონდა მიკრული:
"გამარჯობა, მე ჯუნვუ ვარ, 4 თვის. დღეს აშშ-ში მივემგზავრები დედასა და ბებიასთან ერთად, დეიდის მოსანახურელბად. ცოტა ვნერვიულობ, რადგან ეს ჩემი პირველი ფრენაა და ეს იმას ნიშნავს, რომ ვიტირებ და ბევრს ვიხმაურებ. ვეცდები წყნარად ვიყო, მაგრამ ვერ შეგპირდებით. გთხოვთ, მაპატიეთ.
დედამ თქვენთვის პატარა პაკეტები მოამზადა. იქ დაგხვდებათ კტბილეული და ყურსაცვამი ხმაურის დასახშობად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ".
ფოტოები ერთ-ერთმა მგზავრმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და მაშინვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრმა მოუწონა საქციელი და შეაქო, ზოგმა კი გააკრიტიკა - ეს მას არ უნდა გაეკეთებინა, ადამიანები თავად უნდა მიხვდნენ, რომ ამ დროს გაუგონ დედასო.