ერთი წუთი ვერ ვიცხოვრებ უშენოდ ”შენ რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები და როგორ ერთი წუთი ვერ ვიცხოვრებ უშენოდ, ალბათ არასოდეს გახდებოდი ცუდად... შენით ვსუნთქავ და გთხოვ, მასუნთქე და გთხოვ, ნუ გამიუბედურებ არსებობას... არასოდეს წახვიდე!” - ეს პოსტი ნინი წიკლაურმა თავის საყვარელ ბებოს მიუძღვნა, რომელსაც ბოლო დღეებში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინის ბებო ყველაზე მეტად უყვარს, მისი გაზრდილია და ხშირად უთქვამს, რომ მისთვის სამაგალითო ადამიანია. როდესაც ნინის დედა საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ, სწორედ ბებიამ გაზარდა ნინი და მისი და. შემდეგ უცხოეთიდან დაბრუნებულ დედასთან ნინის გარკვეული პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა ყველაფერი კეთილად დასრულდა. ბებო კი ნინისთვის ყოველთვის იყო შეუცვლელი და ძვირფასი სიმდიდრე. ამიტომაც არის, რომ ახლა ძალიან განიცდის მის ცუდად ყოფნას. სოციალურ ქსელში ისიც აღნიშნა, რომ ბებია ყოველთვის გულშემატკივრობს და ”ერთი ერთშის” ბოლო ლაივი ვერ ნახა მხოლოდ. ნინის მეგობრები და თაყვანისმცემლები მასთან ერთად განიციდან მისი ბებოს ამბავს და ყველა გულშემატკივრობს. ჩვენც ვუსურვებთ მას გამოჯანმრთელებას, ნინის კი კიდევ მეტ წარმატებას.