მთელი ხუთი თაობის განმავლობაში მათ ოჯახში მხოლოდ ვაჟები ჩნდებოდნენ ბრიტანეთის კენტის საგრაფოში ლორების ოჯახში 205 წლის განმავლობაში პირველად გაჩნდა მდედრობითი სქესის ბავშვი. გოგონა, რომელსაც ჯენი დაარქვეს, შარშან ოქტომბერში დაიბადა, თუმცა ამ ოჯახმა ეს მნიშვნელოვანი ამბავი ახლაღა გაასაჯაროა.
ქალიშვილის დაბადებას განსაკუთრებული სიხარული მოჰყვა. მთელი ხუთი თაობის განმავლობაში მათ ოჯახში მხოლოდ ვაჟები ჩნდებოდნენ. ბოლოს 1809 წელს გაჩნდა გოგონა.
ახალგაზრდა მშობლები ფიქრობენ, რომ ოჯახური "ტრადიცია" თავიანთი მიდგომით დაარღვიეს – გულმოდგინედ ირჩევდნენ ჩასახვისთვის შესაფერის დღეებს.