"ხან ვფიქრობ, დავშორდები ქმარს და სულ დედასთან ვიქნები-თქო" - დედების გამოუთქმელი ტკივილი
"ხან ვფიქრობ, დავშორდები ქმარს და სულ დედასთან ვიქნები-თქო" - დედების გამოუთქმელი ტკივილი
გათხოვება, ქორწილი, შვილების გაჩენა, ოჯახური ბუდის მოწყობა, გამგები და საყვარელი მეუღლე... თითქოს ყველფერია ქალური იდილიისთვის. დედას ხომ მთელი ოჯახი იმედის თვალით უყურებს, ყველაფერი მისით იწყება და მთავრდება, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ დედაც შვილია, რომელიც მშობლიური სახლიდან წამოვიდა, ქმრის სახლში გადასახლდა და ხანდახან მშობლების მონატრება გულს უკლავს.
ახალგაზრდა დედები სოციალურ ქსელს ხშირად ანდობენ გულისნადებს და მათ შორის დედის მონატრების გრძნობასაც. ბედნიერი ქალების მიღმა ჩვეულებრივი, დედას დაშორებული გოგონები დგანან, რომლებსაც ერთი სული
აქვთ, როდის შეაღებენ მშობლიური სახლის კარს და დედას ჩაეხუტებიან. გთავაზობთ დედების პოსტებს, რომლებიც მათ სოციალურ ქსელში დაწერეს:

"28 წლის ქალი ვარ, ორი შვილის დედა და მაინც დღემდე, ერთი ორი დღე დედასთან რომ წავალ, უკან წამოსვლა მკლავს".

"ლამის ვიტირო ხოლმე წამოსვლისას".

"ცრემლები მახრჩობს ხოლმე, დედაჩემისგან რომ მიწევს წამოსვლა.."

"წამოსვლისას თვალებში ვერ შევხედავ, თორემ ამეტირება. მიუხედავად იმისა, რომ კვირაში ერთხელ ავდივარ, მაინც ასე მემართება".

"რომ გავთხოვდი, მახსოვს, ერთი კვირა ვერ ვძლებდი, ისე მენატრებოდა დედაჩემი. რამდენჯერ ჩუმად მიტირია... მერე თითქოს შევეგუე - უფრო სწორად, ცხოვრების ფერხულში ჩავები და არ ვფიქრობ ბევრს ამაზე, მაგრამ რეალურად სულ მენატრება და რაც არ უნდა კარგი იყოს დედამთილი, ის დედას ვერასდროს
შეცვლის - ამასაც ვიტყოდი..."

" სულ მენატრება და ხან ვფიქრობ, დავშორდები ქმარს და სულ დედასთან ვიქნები-თქო. რა ვქნა, ვერ შეველიე დედაჩემს..."

"ერთი დღით რომ წავალ, 1 კვირით ვრჩები"...

"6 წელია გათხოვილი ვარ, მაგრამ მასე ვარ მეც. ახლაც დედასთან ვარ. 2-3 დღეში უნდა დავბრუნდე და მესიკვდილება".

"დედა ის ადამიანია, ვინც ყველაზე კარგად მიცნობს, ვერაფერს ვუმალავ, რადგან ტელეფონზეც რომ ვსაუბრობთ, მაშინაც კი ხვდება, როგორ ხასიათზე ვარ. დედის სითბო და მშობლების თავი ნუ მოგიშალოთ ნურავის. სახლს, სდაც გაიზარდე, სადაც გაიარე მთელი ბავშვობის ცლები, არაფერი ჯობია და როცა იმ სახლში მშობლები გელოდებიან, ამას არაფერი ჯობს. როცა დავურეკავ მშობლებს, მოვდივართქო, ჭიშკართან მიცდიან. სოფლიდან ვარ და როგორც კი ჩემი სოფლის გზას დავადგები, უკვე სხვა ვარ. თითოეული ქვაც კი მიყვარს იქაური, რადგან იმ მიწაზე და იმ ქვებზე ჩემი ბავშვობის ნაფეხურებია"...

"სახლში რომ ვიღლები, დედასთან მივდივარ და ერთი-ორი დღე ვისვენებ. იქ ვარ ჩემს გემოზე, დედას ვეცოდები და არც ბევრს მამუშავებს, სადილსაც მახვედრებს, ბავშვებსაც კი გაიყვანს ხოლმე, დაისვენე, დაიძინეო... აბა სახლში ნამდვილი ვირის მუშა ვარ..."
წაიკითხეთ ასევე: წერილი დედას


22637
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
...
0
მე დედა არ მყავს და არ ვიცი როგორია როცა დედა სახლში გელოდება. 9წლის ვიყავი რომ გარდაიცვალა. როცა ძალიან მინდა ვინმეს გულწრფელად დაველაპარაკო მაინც დედას ველაპარაკები.ზოგჯერ ისე მენატრება სული მტკივა. აუტანელია მართლა ეს ტკივილი და წლებთან ერთად უფრო ვხვდები მის ფასს.როცა დედა გავხდი ყველაზე მეტად მაშინ მინდოდა ჩემთან ყოფილიყო და გაეზიარებინა ჩემი სიხარული, რჩევები მოეცა და მოფერებოდა ჩემს პატარას .ვერავინ ვერ შეცვლის დედას. უფალმა დიდხანს და ჯანმრთელად გიმყოფოთ ყველას .დედის ფასი არაფერია ამ ქვეყნად !
01:28 / 18-02-2018
ნინო
0
13 წელია გათხოვილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ყველანაირი კომფორტი მაქვს შექმნილი, რაც ჩემს პატარა სახლში მაკლია, მაინც ჩემს ქმარშვილთან მარტო ყოფნა მირჩევნია. ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდებით ხოლმე. ჩემს ქმარ-შვილს უფრო უყვარს ჩემი მშობლების სახლში დიდხანს დარჩენა :) .
20:13 / 10-01-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?