"არ შეიძლება, ქალს ჰყავდეს ბევრი შვილი და თავს მისცეს უფლება, მოდუნდეს და მოეშვას..."
"არ შეიძლება, ქალს ჰყავდეს ბევრი შვილი და თავს მისცეს უფლება, მოდუნდეს და მოეშვას..."
1 / 2
Next
ია მინდაძე-ასათიანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ძალიან აქტიური ადამიანია - თავად შესანიშნავმა კულინარმა კულინარიის მოყვარული დედებისთვის ჯგუფი შექმნა, რომლიც სულ მალე იქცა 50-ათასიან ჯგუფად და იქ გამოქვეყნებულ რეცეპტებს (რომელთა შორის თავად იას რეცეპტებიც არის), დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ია ამას გარდა ოთხი შვილის დედაა და ასევე აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით.


- 35 წლის გახლავართ. პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი ვარ, მაგრამ ამჟამად არ ვმუშაობ. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე - იუსტინე
ასათიანი და ოთხი შვილი - 14 წლის კონსტანტინე, 11 წლის ნინუცა, 5 წლის ელენე და 2 წლის ანი. 

- ძირითადად რით ხართ დაკავებული, რასაკვირველია, ოჯახის მოვლის გარდა?
- გარდა ოჯახისა, ჩემი საქმიანობის ძირითადი სფეროა ქველმოქმედება და ასევე ვარ კარგი კულინარი... იმასაც ამბობენ, მაგარი ხარო (იცინის). 

- რამდენად რთულია მრავალშვილიანი დედობა და თუ გიფიქრიათ ამაზე გათხოვებამდე?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან მართლა მიჭირდა, ძალიან რთული იყო ჩემთვის, რადგან მაინც პატარა გოგო ვიყავი... მაგრამ შემდეგ უკვე ვისწავლე დროის სწორად გადანაწილება, ვისწავლე რასაც ჰქვია "დედობა"  და იოლად გავდივარ ფონს. გათხოვებამდე კი ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მარავალშვილიანი დედა ვიქნებოდი, უფრო სხვა გეგმები და მიზნები მქონდა...  ახლა კი არც ერთი წამი არ ვნანობ, რადგან უმდიდრესი დედა ვარ.
mshoblebi
- ძალიან
აქტიური ხართ, იმის მიუხედავად, რომ ოთხი პატარა გყავთ. როგორ ახერხებთ ამას?
- აქტიური ვარ, რადგან არ შეიძლება, ქალს ჰყავდეს ბევრი შვილი და თავს მისცეს უფლება, მოდუნდეს და მოეშვას. პირიქით, მთელი ძალით ვუტევ ცხოვრებას. ამაში ჩემი ხასიათიც მეხმარება და უფლის წყალობით, მაქვს უშრეტი ენერგია.

- ვინ გეხმარებათ ბავშვების გაზრდაში?
- მინდა ამაყად განვაცხადო, რომ ოთხივე შვილი ჩემი გაზრდილია! არ მყოლია არც ძიძა არც დამხმარე ქალი... ახლაც მათ აღზრდას ვაგრძელებ...

- ზოგიერთები ამბობენ, რომ რაც მეტი ბავშვია ოჯახში, მით უფრო იოლი ხდება მათი გაზრდა და მით უფრო ნაკლებად რთულები არიან ბავშვებიც...
- ვერ ვიტყოდი. ნამდვილად, რაც უფროსები წამოიზარდნენ, უფრო მეხმარებიან, მაგრამ მესამე და მეოთხე მამამ გაათამამა და ცოტა მიჭირს მათი მართვა. თან ჩემ შემთხვევაში, ოთხივეს განსხვავებული ხასიათი აქვს და არ არის ეს იოლი.
საერთოდ, რაც დრო გადის, მით უფრო ბევრ პლუსს ვხედავ ამაში, ბევრ ბავშვში... ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ისინი ერთმანეთზე ზრუნავენ, ერთმანეთით ხარობენ. ზუსტად ვიცი, რომ ეს თვისება სხვებზე ზრუნვაშიც გადაეზრდებათ. თავიდანვე ვცდილობდი, რომ ის ბავშვი, რომელიც უფროსი იყო, მაქსიმალურად ჩამერთო პატარას გაზრდაში. ერთად ვუცვლიდით, ერთად ვბანდით, ერთად ვაჭმევდით. უბედნიერესი ქალი ვარ,  რადგან მყავს ოთხი სიყვარული.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
16778
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (12)
mara
0
იაააა საყვარელო და კეთილო გოგოოო, მე სამი შვილი მყავს, არ ვმუშაობ, ქმარი მინახავს , მაგრამ უნდა გამოვტყდე არ მიყვარს სამზარეულო, არ მიყვარს და რა ვქნა, ალბათ იმიტომ რომ ძალიან უჭმელი ვარ და გაკნაჭული, მაგრამ ჩემი ოჯახის და შვილების გამო მთელი დღე მაინც სამზარეულოში მიწევს ტრიალი და მზადება. სხვა დანარჩენ საქმეს დიდი ენერგიით ვაკეთებ, ვალაპლაპებ ყველაფერს და ძალიან მიყვარს ჩემს პატარა ბოსტანში ფუსფუსი და ჩემი დარგული და გახარებული ხილ ბოსტნეულის მოვლა. წარმატებებს გისურვებთ ყველა დედას.
01:49 / 17-07-2018
ირმა
0
ყოჩაღ იაკო! პირადად არ ვიცნობ,მაგრამ აღფრთოვანებული ვარ მისი ადამიანობით.ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირი ქალბატონები
10:23 / 06-04-2018
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```