დედის 10 საუკეთესო მეგობარი
დედის 10 საუკეთესო მეგობარი
1. მოთმინება. უნარი, ასჯერ თქვა ერთი და იგივე ან დაელოდო, სანამ ბავშვი დაწყებულ საქმეს ბოლომდე დაამთავრებს. სწორედ ამ დროს უნდა იყოს დედა მშვიდად, თავადაც დაინტერესდეს იმით, რამაც მისი შვილი გაიტაცა და მოთმინება არ დაკარგოს.

2. იუმორის გრძნობა. სასაცილოს დანახვის უნარი, დროულად გახუმრება, თვითირონია – ეს ყოველივე ბავშვზეც დადებით გავლენას ახდენს და რაც მეტს იცინის და ხუმრობს დედა, მით უფრო ლაღი და მხიარულია ბავშვიც.

3. რეალობის შეგრძნება. უნ
არი, მოვლენები მიიღო ისე, როგორც არის. დედა არ უნდა ისწრაფვოდეს, ბავშვი და გარე სამყარო საკუთარ თავს, მის იდეალურ ნიმუშს მოარგოს.

4. თამაშისადმი ინტერესი. უფროსებმა თავადაც რომ ითამაშონ ხოლმე გულიანად, ბავშვებთანაც იოლად ითამაშებენ და მეტ სასიამოვნო დროს გაატარებენ მათთან. ბავშვისთვის ხომ ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს მომენტებია – თამაშის და მხიარულების.

5. ფანტაზია. ის მილიონ სათამაშოს ცვლის. როცა დედა ფანტაზიას მოუხმობს და ათასგვარ საინტერესო და სახალისო რამეს იგონებს ბავშვისთვის, ეს პატარაზე ძალიან დადებითად მოქმედებს და დედაც გაცილებით პოზიტიურ განწყობაზეა.

6. ნივთებზე დამოკიდებულების არქონა. საოცარია, მაგრამ გაკაწრული ავეჯით ისევე კარგად შეიძლება ცხოვრება, როგორც მის გარეშე, ბავშვების ნახატებით მოხატული კედლები კი რამდენიმე წლის შემდეგ ნოსტალგიას მოგგვრით და სიამოვნებით გაგახსენებთ იმ წლებს. გარდა ამისა, დროდადრო ყველა სახლშია საჭირო
ავეჯის თუ ჭურჭლის გაახლება და ბავშვები ამაში "გეხმარებიან".

7. უნარი, ხარობდეს აწმყოთი და არ დააჩქაროს დრო.

8. სიმშვიდე. განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრებთ აკლიათ ეს უნარი, გიჟურ ტემპს აყოლილნი სულ ჩქარობენ, სულ გაღიზიანებულნი არიან და ბავშვებიც ძალაუნებურად ამ რიტმში ერთვებიან. მაგრამ თუ მოინდომებთ, შეიძლება შინაგანი სიმშვიდის მოძებნა და ამ სიმშვიდის ბავშვისთვის გადაცემა, ხანდახან მაინც.

9. ცხოვრებისადმი ინტერესი. აუცილებლად უნდა არსებობდეს თემები, რომლებიც დედას აინტერესებს – საოჯახო საქმეებისა და ბავშვის აღზრდის გარდა. უნდა ჰქონდეს რაღაც ახლის სწავლის სურვილი, საყვარელი საქმე თუ ჰობი. დროის რაღაც ნაწილი აუცილებლად უნდა დაუთმოს საკუთარ თავს და პირად საქმეებს. მას თავისი სივრცე უნდა ჰქონდეს. ასე თავადაც მეტად გახალისებული და საინტერესო იქნება და ბავშვსაც არ გაზრდის კალთაზე გამობმულს.

10. გააზრება. დედას გააზრებული უნდა ჰქონდეს როგორც ის, რომ დედა გახდა, ასევე ნებისმიერ სხვა საკითხს გააზრებულად უნდა შეხედოს. ყოველთვის კრიტიკულად მიუდგეს ახალ ინფორმაციას და ბრმად არ აჰყვეს არც ახლობელ-მეგობრების რჩევებს თუ დირექტივებს და არც შვილის მოყოლილ "ზღაპარს".
11546
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ნაილი
0
სასურველია დედა ასეთი ჩამოყალიბებული და თანმიმდევრული იყოს,თუმცა ძალიან დაბალი პროცენტი იქნება ასეტი.სხვადასხვა მიზეზთა გამო,ზოგი ნაადრევი ქორწინების,ზოგი სოციალური თუ ეკონომიური მდგომარეობის,ზოგიც დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამო.ნამდვილაად გასათვალისწინებელი რჩევებია ახალგაზრდა მშობლებო.
23:53 / 14-10-2014
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?