უფლება გაქვთ, რაღაც შეგეშალოთ - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რჩევები მშობლებს
უფლება გაქვთ, რაღაც შეგეშალოთ - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რჩევები მშობლებს
ამ ყველაზე ცნობილ ჰოლივუდელ წყვილს დიდი გამოცდილება დაუგროვდა - ისინი სამ საკუთარ და სამ ნაშვილებ პატარას უვლიან. გარდა ამისა, ანჯელინა გაეროს კეთილი ნების ელჩია და წლებია, კონფლიქტურ რეგიონებში დადის დედებისა და ბავშვების დასახმარებლად.

1. ოჯახური სადილი ან ვახშამი ტრადიციად აქციეთ და ნურასოდეს დაარღვევთ მას.
2. ასწავლეთ ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია სხვისთვის დახმარების გაწვევა. რაც მთავარია, მაგალითი უჩვენეთ. ბავშვები სიტყვებს კი არა, ქცევას იმახსოვრებენ.
3. გამონახეთ ბავშვისთვის დრო, თუნდაც ძალიან მოუცლელი იყოთ. საქმეს გამოასწორებთ, ბავშვური
წყენა კი მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება.
4. უფლება გაქვთ, რაღაც შეგეშალოთ. ბავშვები ხედავენ და სწავლობენ, რომ შეცდომა ნორმალური მოვლენაა.
5. ყოველთვის უბრალოება აირჩიეთ, ბავშვებს ის ასწავლეთ, რაც მართლა მნიშვნელოვანია, რათა საკუთარი შესაძლებლობები იცოდნენ. გაჭირვების ჟამს თავის იმედი უნდა ჰქონდეთ და არა "ვიღაცის".
6. ხელი შეუწყვეთ მათ ინდივიდუალობის შენარჩუნებას. ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან, ძალიან კარგად იციან, რა უნდათ. ნუ შეზღუდავთ. ნება დართეთ, წავიდეს სადაც უნდა. ჯობია თან გაჰყვეთ, ვიდრე სავალი გზაც მის მაგიერ აირჩიოთ.
7. ოჯახში ისეთი დისციპლინა უნდა დაამყაროთ, როგორიც ჯარშია. წესები ყველასთვის საერთოა. თუ მამასთვის შეიძლება ტელევიზორთან ჯდომა, მავშვისთვის კი არა, მას ვერასოდეს აუხსნი, რატომ.
8. ერთმანეთისთვისაც გამონახეთ დრო. ბავშვები სიყვარულს დედ-მამისგან სწავლობენ.
9. გააკეთეთ ის, რაც თქვენ
გეჩვენებათ სწორად. ნურც სხვების მზერა შეგაცბუნებთ, ნურც სხვა მშობლებისა და საზოგადოების წესები. თქვენი ოჯახი მხოლოდ თქვენი საქმეა.
10. გაანაწილეთ სამსახური და დასვენება. ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს ამას.
11. უარი თქვით საიდუმლოებებზე. "სახლში საიდუმლოს არ ვინახავთ. ყველანი მართალს ვამბობთ" - ეს თქვენი დევიზი უნდა გახდეს. დაე ბოლო ხმაზე ყვიროდნენ "დედა და მამა საკოცნაოდ შედიან", არა უშავს, ეს მათ მომავალში დაეხმარება.
12. არ დამალოთ, რას საქმიანობთ სამსახურში.
13. არ დაფაროთ თქვენი უგუნებობა, რაც არ უნდა მოიმოქმედოთ, ბავშვები განწყობას მაინც გრძნობენ.
14. არ გადმოანთხიოთ ბოღმა ბავშზე, ამას ჯობია, დროებით სახლიდან წახვიდეთ.
15. ყოველთვის გააკეთეთ აქცენტი "ოჯახზე" და ყველაფერი ერთად გააკეთეთ. არ შეგეშინდეთ, რომ რომელიმე არ აგყვებათ.
3396
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```