მაშინ ის შეუფასებელია მამაკაცის სიყვარული მხოლოდ სამ კატეგორიაში ჯდება. მე მათ ვუწოდებ სიყვარულის სამ საწყისს: ეს არის გაცხადება, უზრუნველყოფა და დაცვა.
შეიძლება, მამაკაცი არ გამოგყვეთ ახალი კაბის საყიდლად, მაგრამ ნამდვილი მამაკაცი თან გახლდებათ წვეულებაზე, ხელს ჩაგკიდებთ და სიამაყით წარუდგენს თავის ქალბატონს (განაცხადებს); ის შეიძლება არ დაგიჯდეთ ლოგინთან და ხელზე არ გეამბოროთ, როცა ავად ხართ, მაგრამ თვალს მიადევნებს, რომ ყველა რეცეპტი სწორად იყოს გამოწერილი, წვნიანს გაგიცხელებთ და დარწმუნდება, რომ ყველაფერი სწორად კეთდება თქვენს გამოსაჯანმრთელებლად (უზრუნველყოფს); შეიძლება, დიდი ხალისით არ გამოუცვალოს ბავშვს საფენი, არ დარეცხოს ჭურჭელი და არც ფეხები შეგიმშრალოთ ცხელი აბაზანის შემდეგ, მაგრამ ოთხად გაიხლიჩება, რომ არავის მისცეს უფლება, თქვენ გული გატკინონ ან შეურაცხგყონ (იცავს). თუ თქვენი მამაკაცი ამ ყოველივეს აკეთებს თქვენთვის, ის შეუფასებელია.
სტივ ჰარვი