"ქართველი ქალების 90% ამ იდეოლოგიით იზრდება, სამწუხაროდ... და ძალიან ბევრი ბაქარი ცხოვრობს ამ ქვეყანაში" "თქვენ რომ ბედნიერად და მშვიდად იყოთ, მე უნდა ვეგდო აქანა, და ვაცხო ხაჭაპურები კუხნაში, აბა ისე უკუღმა გამოდის მე რომ ბედნიერი ვიყო შენ უნდა იყო გადავარდნილი სახლიდან..." - ეს იყო ძირითადი არსი მონოლოგისა, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთ ეპიზოდში გაისმა და კვლავაც ერთ-ერთ აქტუალურ და მწვავე საკითხს შეეხო. აქვს თუ არა ქალს საქართველოში პირადი ცხოვრება ან პირადი ცხოვრების უფლება, როცა ჰყავს შვილები და როდესაც ქმარი აღარ ჰყავს?
მონოლოგის ამსახველ ვიდეოს, რომლის მოსმენა თქვენც შეგიძლიათ, დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა სერიალის ფეისბუქ-გვერდზე და ძირითადი უმრავლესობა თანხმდებოდა, რომ ნუნუკა ქართველი დიასახლისების კრებითი სახეა და მისი მონოლოგიც მათი მონოლოგია:
გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:
"ქართველი ქალების 90% ამ იდეოლოგიით იზრდება, სამწუხაროდ... და ძალიან ბევრი ბაქარი ცხოვრობს ამ ქვეყანაში..."
"ნუ დაჩაგრავთ ნუნუკას სტანდარტული ქართველი ოჯახის ქალივით, ფილმიდან მაინც გაითავისონ - დედა, ბებია, დეიდა, მამიდა - ამ წოდებების იქით ქალია პირველ რიგში, რომელსაც უბრალოდ სითბო და ყურადღება სჭირდება".
"ქართველი ქალია და წერტილი, ტყუილად კი არ უთხრა სატრფოს, სად გაიზარდეო. ეს კარგიცაა და ალბათ ცუდიც, მაგრამ ასე გვესმის ქართველებს - ოჯახი, შვილები ყველაფერზე მაღლა, მათ შორის საკუთარ თავზეც".
"ნანუკას ბრალიცაა, ბაქარი რომ მასეთი მენტალიტეტით გაზარდა, თორემ ნორმალური ადამიანი დედამისს არ მოსთხოვს, არავინ გყავდესო. ნორმალურმა ადამიანმა იცის, რომ დედაც ადამიანია და ენდომება, რომ ბედნიერი იყოს და თავისი პირადი ცხოვრება ჰქონდეს. რაღაც მომენტში ნანუკაც ეთანხმება ბაქარს, რომ არიქა, არ მეკადრებაო, მაგრამ თან მოსწონს ფროდი და მაგან მაინც თავისი გავლენა იქონია. თვითონაც ერთ ამბავში იყო, ბაქარს ცოლი რომ მოჰყავდა და მიიღო იგივე".
"მამამისი რომ თინეიჯერი გოგოსავით გაიპარა, მაშინ რატომ არ იყვირა, ამ ვითომკაცმა? ოჯახის სიწმინდე მამის საყვარლებით არ იბღალება?""საკუთარ თვალში დირეს ვერ ვამჩნევთ, ხოლო სხვის თვალში ბეწვსაც კი შევამჩნევთ."ბაქარამ რომ ბორდელიდან მეიყვანა ცოლი, ეგ არაფერია, მაგრამ მამამისი მისი ფულით მეზობლის ქალთან ერთად რომ გეიქცა და დედამისი ვიღაცას უყვარს, ეგ თურმე სირცხვილია. საინტერესოა რამდენია ასეთი საქართველოში?"
"რეალური ცხოვრება ქმარს გაშორებული ქალის".
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
"ამ ვიდეოზე დედა მოვნიშნე, მამამ მიატოვა და ჩვენ მოგვიძღვნა თავი. ახლა არც მე მყავს ქმარი და მეც ჩემი შვილების ხათრში ვარ. სათქმელად იოლია, გასაკეთებლად რთული".
"რა თქმა უნდა, ყველა ქალს აქვს პირადი ბედნიერების უფლება, მაგრამ აქვე ჩნდება ყველაზე მწვავედ შვილების საკითხი. როგორ იქნება ქალი ბედნიერი, თუ შვილებისგან არაა გულდამშვიდებული და ბედნიერი. ჯერ ბედნიერი უნდა იყო, როგორც დედა და მერე - როგორც ქალი. ასეა ეს, გინდ ქართველი ქალი იყავი და გინდ ევროპელი".
"ოთარაანთ ქვრივივით პილპილმოყრილი მადლით არ უნდა ინახავდე შვილებს, მაგრამ ყველა ქალს აქვს შანსი, იყოს ქალურად ბედნიერი. მისი შვილები თუ მას შეჰყურებენ ისევ ხელებში, ესეც მისივე სისუსტის ბრალია, შვილს შრომა ისე უნდა ასწავლო და პასუხისმგებლობა, როგორც ეს თვითონ გადწავლეს ან ისწავლე".
"დედა... ამ სიტყვის ფასი ვინც იცის, ის ყოველთვის შვილის ბედნიერებას აყენებს წინ... მე მეცოდებიან ქართველი ქალები, ასეთი მორალით რომ ზრდიან..."
"გამაგებინეთ, რატომ არ შეიძლება გათხოვდეს ქალი ან თუნდაც მეგობარი ჰყავდეს? აუცილებლად უნდა დაბერდეს და მოკვდეს ხეხვაში და წმედაში? ჯერ ასეთი სისულელეები გამოასწორეთ და მერე იდავეთ გამოსულობაზე და დონეზე."
"მე ცუდად ყოფნას მიჩვეული ვარ." - ყველა დროის ტრაგედია უგმიროდ".
"ყველას აქვს ბედნიერების უფლება, ქალსაც და კაცსაც".