"არ მეგონა, საქართველოში თუ დიასახლისობა გოიმობა იყო. თქვე დალოცვილებო, რა ჯობია თქვენი ხელით გაკეთებულ ხაჭაპურს თუ ნამცხვარს?" სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" ერთი ჩვეულებრივი დიასახლისისა და ახალგაზრდა მდიდარი მამაკაცის სასიყვარულო ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად მათ დაშორებაზე ალაპარაკდა ფეისბუქსაზოგადოება და საინტერესო კომენტარებიც გამოჩნდა:
"აუ, აი ბევრი თავწაკრული კუხნის ქალი გამახსენდა. შეირგე, გეუბნებიან, არ გინდა ეს ხაჭაპურები და სადილების კეთება, მაგრამ სისხლში აქვთ. რა გინდა რო ქნა. რესტორანში გეპატიჟება, განებივრებს, მეტი რა გინდა. ბევრი ქალის სახეა ნუნუკაში, სამწუხაროდ. არავის სჭირდება კუხნის ქალი, არავის. მითუმეტეს ფრიდონს..."
"მე მგონი, ორივეს ზედმეტი მოუვიდათ. მართალია, სულ სამზარეულოში არ უნდა იყოს ქალი, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მაგრამ ნორმალურ ქმარს ყოველთვის უხარია, სახლში დაბრუნებულს ფუსფუსა ცოლი რომ ხვდება და გემრიელ სადილს რომ ახვედრებს.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
ყოველ შემთხვევაში, ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ასეთები არიან. ფრიდონი არარეალური კაცი მგონია, როგორ შეიძლება, ადამიანს არ გყავდეს 1 მეგობარი მაინც, არ გინდოდეს ახლობლებთან ურთიერთობა და მარტო შენი საქმით იყო დაკავებული, ეწეოდე კარჩაკეტილ ცხოვრებას. ძალიან არ მომეწონა პლაკატის უკან დაბრუნებაც. ადამიანში სწორედ მისი რეალობა უნდა გიყვარდეს და არა ილუზიები. პრინციპში, ორივე მეცოდება. ნუნუკამ ვითომ ქმრის ჯინაზე გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ბოლო კადრში ჩანს, რომ რეალურად შეუყვარდა ფროდო..."
"მიტომაც მიგატოვა ბონდოიამ, ასეთი გოიმი ქაჯი რომ იყავი, ნუნუკა. ქალი მარტო კუხნაში არ ვიცი მე. მაგრამ ვერ შეიშნე კარგი ცხოვრება და იყავი იმ ღორეშაში და ზილე ტალახი".
"ლოგიკური დასასრული, დარჩა ნუნუკა თავის ფქვილში და ფხალში, ფრიდონია კიდე - პოსტერთან".
"დედა რა კომენტარებია? არ მეგონა, საქართველოში თუ დიასახლისობა გოიმობა იყო. თქვე დალოცვილებო, რა ჯობია თქვენი ხელით გაკეთებულ ხაჭაპურს თუ ნამცხვარს? რავა ყველა რესტორანში დადიხართ თურმე?.. ვააა".