"დღეს ბევრად უფრო მარტივია, კარგი დიასახლისი იყო, რადგან ინტერნეტი გვაქვს" სალომე გოგიაშვილი:
- კარგი დიასახლისი ვარ და ამას რომ ვამბობ, რატომღაც ყველას უკვირს. ალბათ, როდესაც ადამიანი ეკრანზე ჩანს, თავისი საქმე აქვს და აქტიურად ცხოვრობს, ჰგონიათ, რომ სამზარეულო მისთვის უცხოა. გემრიელად ჭამაც მიყვარს და კერძის მომზადებაც. თითქმის ყველაფრის გაკეთება მეხერხება, ევროპული და ქართული სამზარეულოს სინთეზი ყველაზე მეტად მომწონს. როდესაც გურმანი ხარ და გემრიელი საჭმლის გემო იცი, ექსპერიმენტებსაც არ მოერიდები და მარტივად შეუხამებ. როგორც ტანსაცმლის შერჩევისას ხვდები, რას რა უხდება, ასევეა კერძის მომზადებისასაც. როცა ჩემი მეგობრები იგებენ, რომ რაიმე განსხვავებულ სადილს ვამზადებ, მოდიან ხოლმე. ამბიციის გარეშე შემიძლია ეს ვთქვა, რადგან ცუდი რომ იყოს, ასეთი სიხარულით არ მოვიდოდნენ და არ დააგემოვნებდნენ.
- არ მივეკუთვნები ისეთი ქალების კატეგორიას, რომლებიც ტრაბახობენ, რომ საოჯახო საქმე არ იციან და არ აკეთებენ. ეს ძალიან მეგოიმება, მართლა. ქალი რომ ამას ამბობს, მგონია, რომ ტრიპაჩობს და ძალით იქმნის კოსმოსიდან ჩამოფრენილის იმიჯს. "არ შემიძლია", არ არსებობს. მანქანასაც გავაკეთებ, თუ საჭიროება მოითხოვს, ბორბალსაც გამოვცვლი და კედელსაც შევღებავ. შესაბამისად, დაუთოებაც ვიცი, ტანსაცმლის რეცხვაც, ჭურჭლისაც და ა.შ. უბრალოდ, ღმერთის წყალობით, მყავს ადამიანი, რომელიც ამჟამად ამ ყველაფერში მეხიდება, ოთხ შვილთან ერთად, ამითაც რომ ვიყო დაკავებული, ფიზიკურად დრო არ მაქვს, ვერ ვასწრებ. თუმცა, როცა ჩემს ქმარს ან ბავშვებს უცებ რაღაც სჭირდებათ, აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვაკეთებ.
სალომე გოგიაშვილის 3 ძიძა და 1 დამხმარე
"დამიჯერეთ, ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს"
- ქალბატონებს, უფრო მეტად კი პატარა გოგონებს, რომლებიც თავს იწონებენ, არაფრის კეთება შემიძლიაო, ვურჩევდი, გაითვალისწინონ და დამიჯერონ, რომ ყველა მამაკაცს მაინც დიასახლისი მოსწონს. თავიდან ბოლომდე ფქვილში ამოსვრილ და მოუვლელ ქალს არ ვგულისხმობ, თავი უნდა მოიწესრიგოთ, რა თქმა უნდა, საჭმელი გექნებათ გასაკეთებელი თუ ტანსაცმელი დასაუთოებელი, მერე კი დიასახლისის იმიჯი მოირგოთ, რომელიც ძალიან პრესტიჟულია. ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა ჩახვიდეთ, როდესაც ქალი თავის გაკეთებულ კერძებზე გპატიჟებს, ყოველთვის უფრო დასაფასებელია. დღეს ბევრად უფრო მარტივია, კარგი დიასახლისი იყო, რადგან ინტერნეტი გვაქვს და კერძების რეცეპტებით დაწყებული, ლაქების ამოყვანით დამთავრებული, ყველაფერზე შეგიძლიათ წაიკითხოთ რჩევა. ნახეთ, გაეცანით, ისწავლეთ კერძების მომზადება, მეტი დრო დაუთმეთ თქვენი თავის განვითარებას და რაც შეეხება დიეტას, კარგი დიასახლისობა არ ნიშნავს, რომ 220 კგ-ს იწონიდე. მეტი ზრუნვა საკუთარ თავზე! ელემენტარულად, თვალზე შავი ფანქარიც რომ გადაისვათ, უკვე სხვა შეხედულებას აძლევს ქალს და ამისი საშუალება ნამდვილად ყველას აქვს. ამიტომ, მთავარია მონდომება, საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარება! განაგრძეთ კითხვა