"ამას ვერ გაიგებთ, სანამ ბიჭის დედა არ გახდებით" - 4 ვაჟის დედის გულწრფელი გზავნილი
"ამას ვერ გაიგებთ, სანამ ბიჭის დედა არ გახდებით" - 4 ვაჟის დედის გულწრფელი გზავნილი
ზოგჯერ ბავშვის სქესი მშობლისთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადოს. თუმცა, გოგოსა და ბიჭის აღზრდა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

რიტა ტემპლტონი მწერალი, ბლოგერი და 4 შვილის დედაა. ოთხივე ბავშვი ბიჭია და თავის ბლოგში შვილების ამბებს მხიარულად უყვება მკითხველს. რიტა მარტივად გვიხსნის, თუ როგორია, იყო ვაჟების დედა.

"ბავშვობაში თოჯინებით ვთამაშობდი. ვვარცხნიდი, ტანსაცმელს ვაცმევდი. მეგონა, შვილიც რომ მეყოლებოდა, მასაც ასე მოვუვლიდი. თუმცა, ახლა 4 ვაჟი მყავს და ვერც კი წარმომიდგენია, როგორ აღვზრდიდი გოგონას".

6 ფაქტი ბიჭებზე, რომლებიც მაშინ გავიდე, როცა ვაჟის დედა
გავხდი:

mshoblebi
1. ტონობით ტუალეტის ქაღალდს იყენებენ
ჩემი გამოთვლით, ბიჭები გოგონებთან შედარებით 50 პროცენტით მეტ ტუალეტის ქაღალდს იყენებენ. ექვსსულიან ოჯახში პირდაპირი დანიშნულებისამებრ მას მხოლოდ მე ვიყენებ, ბიჭები - სხვადასხვა რამისთვის. თუმცა, ახალ-ახალი გორგალის შეცვლა ხშირად მიწევს.
mshoblebi
2. რასაც მისცემთ, იმით ითამაშებენ
წლების განმავლობაში ჩემი ბიჭებისთვის სათამაშოებს მაინც ქალურად ვარჩევდი. შემეძლო ყუთიდან ჩემი საბავშვო სათამაშოები ამომელაგებინა, მათ შორის ბარბიც და ბიჭები საათობით ერთობოდნენ.
ახლა, როცა გაიზარდნენ, უფრო ბიჭური სათამაშოებით ერთობიან, მაგრამ დავაკვირდი, ხელში რაც მოხვდებათ, იმით ერთობიან.

3. მათი თმა მუდმივ მოვლას საჭიროებს
იმაზე მეტ მოვლას საჭიროებს ბიჭის თმა, ვიდრე წარმომედგინა. განსაკუთრებით - მოკლე. ყოველ
დილით უნდა დავარცხნო, ისინი მუდამ სხვადასხვა მხარესაა გაფშეკილი. მე გოგო ვარ და ჩემი თმა ნელა იზრდება, მაგრამ თუ ბიჭებს თვეში ორჯერ არ შევაჭრი თმას, რაპუნცელებად გადაიქცევიან.
mshoblebi
4. მუდამ ხელი უკიდიათ "იმაზე"
როგორც კი გაარკვევენ, რომ "იქ" რაღაც აქვთ, მუდამ "იქითკენ" გაურბით ხელი. ახალგაღვიძებულებიც კი ჯერ "იქ" იკიდებენ ხელს.

5. შეუძლიათ იყონ ჭირვეულები და დრამატულები
მეგონა, ბიჭები რომ მყავდნენ ისტერიკებისგან თავისუფალი ვიქნებოდი. არა, ჩემი ყოველდღიურობა მდიდარია ყვირილით, ტირილით, კარის გაჯახუნებითა და დრამატული ფრაზით: "თქვენ მე ცხოვრება დამინგრიეთ!", "ოჯახი კი არა, ჯოჯოხეთია" და ა. შ. ზოგჯერ ვერ იტანენ თავიანთ ძმებს, ზოგჯერ შარვლის ჩაცმას, ზოგჯერ შორტის ჩაცმას აპროტესტებენ და უბრაზდებიან მთელ სამყაროს. ეს ერთგვარი უცნაური და დაუსრულებელი მამაკაცური პმს-ის სინდრომია (პოსტმენსტრუალური სიმპტომი).
mshoblebi
6. ვიღაც ყოველთვის ტრავმირებულია
ყველა ჩემს შვილს ერთხელ მაინც ჩამტვრეული აქვს კბილი ან კბილები, ყველას მათგანს ჰქონდა მოტეხილი ხელ-ფეხი, ამოვარდნილი მხარი, ჭრილობებსა და ნაკერებს არღაც ვითვლი. ნაკაწრი, პატარა იარა და დალურჯებები ხომ ყოველდღიური მოვლენებია. ჩემი აფთიაქი ისე გამოიყურება, თითქოს, გადაუდებელი დახმარების მედდა ვარ. სერიოზულმა ტრავმებმა გამომაწრთო და მცირე დაშავებებს ყურადღებას აღარც კი ვაქცევ.
ბიჭებმა ჩემი ცხოვრება სიურპრიზებით აავსეს. ყოველდღიურად მაოცებენ, ხან დადებითად, ხან არც ისე. მართალია, უყვართ მამა და მოსწონთ კიდეც მასთან დროის გატარება, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორი სიყვარულით სავსე თვალებით მიყურებენ მე.
ჩემი ბიჭები - ხმაურიანები, მოჩხუბრები, მოთამაშეები, გულკეთილი არსებები არიან და ჩემს ყოველდღიურობას დაუვიწყარი თავგადასავლებებით ამდიდრებენ.

2782
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
:)
0
გაზრდა უნდა და თუ გამოგადგა შვილი ბიჭიჩ და გოგოც ერთი და იგივეა! დღევანდელი გოგოებიიმისთანას გიზამენ დაბადებას გაქყევლინებენ!
10:42 / 28-02-2019
თათა
0
ბიჭების დედას- უკაცრავად ,თქვენ სადმე სხვა პლანეტაზე ცხოვრობთ? ბიჭი დალევს, მოწევს და ა.შ. )) არც დაესიზმრებათ ბიჭებს გოგოები ისეთებს აკეთებენ სამწუხაროდ!
10:00 / 12-07-2018
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```