გაზომეთ ტერფის სიგრძე და გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ ბევრი ფიქრობს, რომ ქალის ფეხის ზომა, მისი ტერფის სიგრძე მის ხასიათზე საკმაო ინფორმაციას გვაწვდის. აღნიშნული დახასიათება მხოლოდ 18 წლის ზემოთ ქალბატონებისთვის არის.
ფეხი დადგით სწორ ზედაპირზე, თავი და ბოლო მონიშნეთ, მერე კი სანტიმეტრებით გაზომეთ.
21 სმ – ენერგიული, კაპრიზული, შემოქმედი, ნიჭიერი პიროვნება. თუ შემოქმედებით უნარებს განავითარებს, ბევრს მიაღწევს.
21,5 სმ – რისკისა და ავანტიურებისკენ მიდრეკილი, თუმცა ძირითადად მშვიდად ცხოვრობს და ჩაკარგული აქვს მისწრაფებები. იშვიათად რეალიზდება.
22 სმ – მშვიდი, მოკრძალებული, გაწონასწორებული ხასიათის. საშუალო გონებრივი შესაძლებლობებით.
22,5 სმ – ემოციური ტიპი. ბევრი შინაგანი ღელვა აქვს. გამარჯვებისკენ ისწრაფვის. კარგად რეალიზდება სპორტულ სფეროებში.
23 სმ – ექსცენტრიკულობა, პატივმოყვარეობა, მშვენიერისკენ სწრაფვა. ეს ადამიანები ხელოვნებას აფასებენ და ყურადღების ცენტრში უყვართ ყოფნა.
23,5 სმ – ნაკლებ ინტერესიანი ტიპი. მიისწრაფვის მშვიდი ცხოვრებისკენ, სიმყუდროვისკენ. როგორც წესი, საშუალო სტატისტიკური პროფესია აქვს, ხშირად ხდება დიასახლისი.
24 სმ – მინიატიურული, ზომიერად შემოქმედი, ოდნავ ზარმაცი პიროვნებები. უყვართ დილის ძილი. გიჟდებიან მამაკაცების ყურადღებაზე. ოჯახში ქმრის მორჩილებას უფრო სჯერდებიან, არ უყვართ ძალაუფლების საკუთარ ხელში აღება.
24,5 სმ – კაპრიზული ტიპი, უყვარს ყველაფრის და სასწრაფოდ მიღება. თუ უცებ არ მიეცემა ყველაფერი, ცდილობს, მაინც მიიღოს. მამაკაცებს ხიბლავს ქალურობით, სილამაზით, აცდუნებს, მერე კი თოკზე აბამს და იმორჩილებს.
25 სმ – ამ ტიპს კარგი ინტელექტი აქვს, კარგად განვითარებული ინტუიცია. რეალისტურია. ოცნების კოშკებს არ აგებს. ცდილობს მიაღწიოს იმას, რაც ადვილი მისაღწევია, პრინცებზე არ ოცნებობს. ზომიერად კომპრომისულია.
25,5 სმ – დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც თავად შეუძლია სასურველის მიღწევა. არ საჭიროებს მეურვეობას, თუმცა რომანტიკული ბუნებისაა. უყვარს ოცნება, მაგრამ იმავდროულად კარგად არჩევს ოცნებას რეალობისგან. არც ისე ცუდი ბიზნესლედი დგება.
26 სმ – გაორებული ხასიათი აქვს. შეუძლია თამაში, სადაც საჭიროა. ჭკვიანია, გონიერი, მოხერხებული. ნებისმიერი სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება შეუძლია. ამჯობინებს, თავად მართოს სიტუაცია, თუმცა შეუძლია მამაკაცს შთააგონოს, რომ ის ყოველთვის საჭიროა.
26,5 სმ – მერყევი პიროვნება, თუმცა გარკვეული პოტენციალის მქონე. ხშირად ამ პოტენციალს ვერ იყენებს. შეუძლიამ მაგრამ არ სურს საკუთარი ცხოვრების მართვა. ამჯობირებს დინებას მიჰყვეს, ვიდრე მართოს მოვლენები.
27 სმ – ფიცხი, ადვილად აგზნებადი. მამაკაცებს უგულოდ ეკიდებიან, ფემინიზმისკენ აქვთ სწრაფვა. ასეთ პიროვნებებს უჭირთ საყვარელი ადამიანის პოვნა მეტისმეტი ეგოიზმის გამო.
27,5 სმ – ძალაუფლების მოყვარული. ხშირად ხდება ოჯახის უფროსი. ჩვეულებრივ, ასეთ ქალებს სუსტი მამაკაცები ირთავენ ცოლად, რომელთაც დედობასაც კი უწევენ. კარგი დიასახლისები არიან.
28 სმ – ამ ტიპის ქალის ცდუნება ძნელია. სამყაროს პესიმისტურად უყურებენ, ყველაფერში რაღაც ნეგატიურს ხედავენ და ცდილობენ, ის თავიდან მოიშორონ. არ ენდობიან რომანტიკულ ზღაპრებს, უფრო რეალური ციფრებისა სწამთ. უყვართ ფულის დაგროვება და `მომარაგება~. მამაკაცებს კარგად მართავენ.