ახლახანს ჯორდან ჰარელმა - მწერალმა და 3 შვილის დედამ, მეუღლისადმი მიწერილი ბარათი ფეისბუქზე გამოაქვეყნა, სადაც გარკვევით ახსნა, თუ რატომ ვერ ასწრებდა სახლში საქმის გაკეთებას. თავი და თავი ყოველივე ამისა სამზარეულოში გამეფებული უწესრიგობა აღმოჩნდა, რაც საღამოს - სამსახურიდან დაბრუნებულმა მეუღლემ ნახა.

"დილიდან სამზარეულოს დალაგება გადავწყვიტე და პირველ რიგში იქიდან სავარცხელი და თმის რეზინები სააბაზანო ოთახში გავიტანე". - წერს ჯორდანი.
სააბაზანოს კუთხეში ჭუჭყიანი პირსახოცების გროვა დახვდა და ჯორდანიც სარეცხის რეცხვაზე
ბავშვისთვის ყველიანი ჩხირების მიცემის შემდეგ ჯორდანმა დალაგების გაგრძელება გადაწყვიტა და უცებ გაახსენდა, რომ გოგონას მასწავლებლისთვის სასწრაფოდ ჰქონდა გასაგზავნი ელ. შეტყობინება.

"ჩავრთე თუ არა კომპიუტერი, ყვირილით მომვარდა "ბავშვი ნომერი-"გ", რომელსაც თავსაბურავზე აწყვეტილი ელვა არასწორად დაემაგრებინა და მის გასწორებას მთხოვდა. მე ის გავასწორე, მაგრამ არც ისე კარგად, რამაც ბიჭის იატაკზე გართხმა და ისტერიული კივილი გამოიწვია.
ჯორდანმა ის დაამშვიდა და კვლავ კომპიუტერს მიუბრუნდა. 15 წუთში ჯორდანი ისევ სამზარეულოს დასალაგებლად მოემზადა და "ბავშვი ნომერი-"ა"-ს სკოლიდან გამოყვანის დროც მოვიდა.
"ჰო, ჩემო მეგობარო, - წერს ჯორდანი. - სამზარეულო ჯერ კიდევ ვერ დავალაგე. მე ვერასდროს ვერაფერს
დედებმა, რომლებმაც ეს წერილი წაიკითხეს, მრავალი საერთო აღმოაჩინეს სტატიის ავტორთან.
რაიმე მსგავსება თქვენც ხომ არ აღმოაჩინეთ ?