თუ ცოლი არ სცემს პატივს თავის ქმარს – კაცს გარშემო მყოფებიც არ სცემენ პატივს 1. თუ ცოლი არ სცემს პატივს თავის ქმარს – კაცს გარშემო მყოფებიც არ სცემენ პატივს. თუ ქალი ქმრის ნაკლოვანებებზე ჰყვება საჯაროდ, დასცინის, აკრიტიკებს, გარშემო მყოფები მის პატივისცემას ადვილად დაკარგავენ. ქალი პირიქით, მაქსიმალურად უნდა უფრთხილდებოდეს ქმრის ღირსებას და კარგ "პიარს" უკეთებდეს საზოგადოებაში.
2. თუ ცოლი არ ენდობა თავის ქმარს, მას არ ენდობიან გარშემო მყოფებიც.
3. თუ ცოლი გარშემო მყოფებში მხოლოდ კარგს ხედავს, ქმარსაც წაახალისებს ამგვარი ქმედებისკენ – მამაკაცები ბუნებით კრიტიკულები არიან. თუ ქალი ლმობიერია, პოზიტიური და ადამიანებისადმი დადებითად განწყობილი, ქმარსაც უწყობს ხელს, მეტად ლაღად უყუროს სხვებს.
4. თუ ცოლი ქმრის ნეგატიურ თვისებებზე მეტად გამუდმებით ხედავს მხოლოდ მის დადებით თვისებებს, ძალაუნებურად ჩრდილავს ამ ნეგატიურ თვისებებს. ყველაფერი მარტივია, ეს კონცენტრაციის კანონია – რასაც მეტ ყურადღებას უთმობ, იმასვე იღებ საპასუხოდ.
5. თუ ცოლი ნერვულად აშლილი და დაუკმაყოფილებელია, ოჯახში ყველა უკმაყოფილო იქნება. ქალი ფსიქოლოგიურად ძლიერი უნდა იყოს, რადგან მისი სტრესი, დეპრესია და მძიმე განწყობა პირდაპირ გადადის მის შვილებზე, ქმარზე და ანგრევს ოჯახის მყუდროებას.
6. თუ ცოლი გამუდმებით მიუთითებს ქმარს მის უპირატესობებზე და იგნორირებას უკეთებს მის ნაკლოვანებებს, მამაკაცი ზრდას იწყებს. ეს პუნქტი მე-4 პუნქტს ჰგავს, თუმცა აქ საუბარია არა ცუდი თვისებებისგან გათავისუფლებაზე, არამედ დადებითის გაზრდაზე. თუმცა კანონი იგივეა – ყურადღების კონცენტრაცია.
7. თუ ქალი გულწრფელია ქმართან და ხშირად უამბობს თავის ამბებს, კაცი ვერ შეძლებს მის მოტყუებას და ღალატს. ეს "ოქროს წესია". როცა ქალი მას მთელ გულს უშლის, გულწრფელად და უანგაროდ, ნორმალურ კაცს არ შეუძლია მისი ღალატი.
8. როცა ქალი უანგაროდ უძღვნის ქმარს თავის დროსა და ყურადღებას, არაფერს აკლებს ოჯახს, ის მეტად დაცულია ქმრისგან და ქმარიც თავს ვალდებულად გრძნობს, იგივე დაუბრუნოს უკან.
9. როცა ქალი იოლად ხვდება ქმრის ტემპერამენტს და არ უკეთებს იგნორირებას მის სურვილებს, კაცს მისთვის მთების გადადგმა შეუძლია. ოჯახის კეთილდღეობისთვის ამას არც ისე მცირე მნიშვნელობა აქვს. ქმარი სხვაგან არ უნდა ეძებდეს არც ოჯახურ სითბოს და არც ქალს ვნებების დასაკმაყოფილებლად.
10. თუ ცოლს მიაჩნია, რომ მას არ გაუმართლა არჩევანში, არ შეხვდა საკმარისად ღირსეული ან სერიოზული ადამიანი, ეს ფაქტობრივად მორალური ღალატია, რადგან ფიქრში ის "უკეთეს ვარიანტზე" ოცნებობს. ქმარი ყოველთვის იგრძნობს ქალის იმედგაცრუებას, უკმაყოფილებას და ეცდება, რაც შეიძლება მალე გაიქცეს მისგან და იპოვოს ისეთი, ვინც მისით აღფრთოვანდება და იამაყებს.
11. თუ ქალი გულრგილია, არამოსიყვარულე, მას ქმარი მალე შორდება. კაცს უყვარს ცოლის გვერდით მოდუნება, გახსნა, და თუ ამ დროს გრძნობს, რომ ქალი დაძაბულია, უკმაყოფილოა მისით, გულგრილია მისადმი და უფრო მეტიც – საერთოდ არ აღელვებს ქმარი, ასეთ შემთხვევაშიც მისგან მალე გაიქცევა.
12. თუ ოჯახს ნგრევა ემუქრება, მის შესანარჩუნებლად მთავარი ძალისხმევა ცოლმა უნდა გაიღოს. ქალი გაცილებით ძლიერია ფსიქოლოგიურად, ჭკვიანია და იცის, რის გაკეთება შეუძლია ოჯახის შესანარჩუნებლად, რასაკვირველია, თუ სურს ეს.