"თუ ვერ ზრდიდა, რას აჩენდა" - ესაა მათი განაჩენი... ვიდეო, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ფაქტი, რომელსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში, როსტოვში მოხდა. დიმიტრი ვაულინმა მის მიერვე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, როგორ ატირებს სამი შვილის დედა შუათანა ბავშვს.

დიმიტრიმ გამოიძახა პოლიცია და აცნობა, რომ იღებს ვიდეოს ბავშვთა დამცველი ორგანიზაციისათვის, რომლებიც უნდა გაერკვნენ ამ სიტუაციაში.

...ვიდეოს მთავარი გმირი ის იდეალური დედაა, როგორიც საზოგადოებას სურს, რომ იხილოს.

მას სამი შვილის ჰყავს, რომელთა შორისაც დიდი სხვაობა არ არის. ის აბსოლუტურად მშვიდად და ალერსიანადაა განწყობილი იმ ბავშვისადმი, რომელიც ალბათ კარგა ხანია ისტერიკაშია.

რა შეუძლია შესთავაზოს მას საზოგადოებამ მუქარის
და დამცირების მეტი? ეს ვიდეორგოლი ზუსტად ასახავს იმას, თუ რისი ატანა უწევთ ახალგაზრდა დედებს ყოველდღიურად.

ქალს ბევრი დედა და დიასახლისი გამოესარჩლა. "მას არ შეუძლია ასეთ სიტუაციაში თავის დაცვა. მას გაქცევაც კი არ შეუძლია, რადგანაც ბავშვებს ვერ მიატოვებს. მასზე შეიძლება ითავხედო ისე, როგორც გესიამოვნება და ამ დროს თავი სუპერმენადაც ჩათვალო? გგონიათ, ის ცუდი და უვარგისი დედაა? რომელიც ბავშვს აწამებს, ხოლო ოპერატორი დიმიტრი კი გმირია, რომელიც ახლა ყველას გადაარჩენს და ცხოვრებასაც ასწავლის?" - წერენ კომენტარებში.

ახალგაზრდა დედები ხომ ყოველთვის ვერ არიან ასეთი მშვიდები და საკუთარი თავის რწმენით აღვსილები.

ერთმა დედამ ვრცელი პოსტიც კი მიუძღვნა ამ ფაქტს და დედას გამოესარჩლა:


”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ
ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი



"ჩვენ სრულიად არ გვიკვირს, რომ დიმიტრის მსგავსი რამ არ შემთხვევია და ძალიან უკვირს. მას, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის მამების უმეტეს ნაწილს, დედებისგან განსხვავებით, ბავშვები მხოლოდ დე-იურედ ჰყავს და ამ წუთას ცოლ-განაყრელ ქმრებზეც არაა საუბარი.

მამების 70% თავს იძვრენს ალიმენტის გადახდისაგან და დარჩენილი 30%-ის სოლიდური ნაწილი მალავს შემოსავალს, მინიმუმადე დაჰყავს იგი და იხდის ნაკლებს, ვიდრე რეალურად ეკუთვნის. ხოლო ვინც ცოლთან ცხოვრობს, ხშირად სრულიად არ მონაწილეობის ბავშვების აღზრდის პროცესში და აი, ასე სამ შვილთან გამოუვალ მდგომარეობაში, ხშირად აყენებს ქალს.

ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ მამაკაცებზე, რომლებიც ოჯახში ცხოვრობენ და რატომღაც მამებად ითვლებიან, თუმცა მშობლის მოვალეობას არ ასრულებენ: ბავშვები ხომ - "ქალების საქმეა".

დღემდე ითვლება, რომ ბავშვის მოსავლელად შვებულებაში ქალი უნდა გავიდეს. მამაკაცი ამას ვერ შესძლებს და საერთოდ ეკონომიურადაც ასეა გამართლებული. მართლაც ქალების საშუალო ხელფასი რუსეთში 30%-ით ნაკლებია ქალისაზე და იმიტომ, რომ ასეთი აზრია ჩამოყალიბებული: "რატომ უნდა გადავიხადოთ. მოვიდა, რომ 1 წელი იჯდეს დეკრეტამდე, და მერე მაინც წავა". ქალები მართლაც მიდიან დეკრეტში და ამას მათი კარიერა ეწირება, რადგანაც პირველ რიგში ისინი ბავშვებზე ფიქრობენ.

თუ გსურთ, იცოდეთ, რომ მსგავსი კლასიკური ისტერიკა ადრე თუ გვიან შესაძლოა ნებისმიერ ბავშვს დაემართოს. თუ გინდა, ეს გაიგო, ბავშვს უნდა აჭამო, უმკურნალო, დაბანო, დააძინო და გააისეირნო სულ პატარა და არა თვეში ერთხელ ხუთი წლის ასაკიდან.

ეს რომ დიმიტრის გაეკეთებინა, ის აღარ იტყოდა, მსგავსი არაფერი მინახავსო, მას ნამდვილად ეცოდინებოდა, რომ ასეთი რამ ყველა ბავშვს შესაძლოა დაემართოს გამონაკლისის გარეშე.

ახალგაზრდა დედა, რომელიც 24 საათი და კვირაში 7 დღე ეკონომიური ძალადობის (ზოგიერთ დედას მეუღლისათვის ხვეწნა-მუდარით უწევს ფულის გამორთმევა, ისიც მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისათვის), მძიმე ფიზიკური შრომის, მორალური და სულიერი დათრგუნვის რეჟიმშია ჩაყენებული, სოციალურ იზოლაციაშიც ხვდება, რადგან საზოგადოება, რომელიც მისგან ბავშვების გაჩენას ითხოვდა, საბოლოო ჯამში სრულიადაც არ არის ამ ბავშვების მოხარული.

ბავშვთან ერთად მყოფი ქალის მოხარული არავინაა. მაგ: რესტორანში, თვითმფრინავში, საპასპორტო მაგიდასთან და თუ მას ამ ბრბოსგან შერკინების უნარი არ გააჩნია (რაც უმრავლეს შემთხვევაში ასეა), მისი გადაადგილება სულ დიდი-დიდი 4 ადგილით შემოისაზღვრება: 1 - საკუთარი ბინა, 2 - პარკი, 3 - საბავშვო მოედანი და 4 -  პოლიკლინიკა. ამ 4 ადგილიდან სამში არაა გამორიცხული თავდასხმა, მაგრამ არსებობს იქვე ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი დედების მხარდაჭერის შანსი.

საზოგადოება ფიქრობს, რომ ასეთი რეზერვაციიდან ქალი უნდა დაპორტირდეს და არავინ შეაწუხოს მისი ბავშვის ტირილმა: "თუ ვერ ზრდიდა, რას აჩენდა" - ესაა მათი განაჩენი. ზუსტად ასე მიმართავენ ქალს, რომელმაც გაბედა და საზოგადოებაში გამოიყვანა ბავშვი, მაგრამ ვერ ახერხებს, რომ აიძულოს ერთ ადგილზე გაჩერედეს და არ იხმაუროს".
4060
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
nana
0
მართლაც ყოჩაღ ამ ქალის მოთმინებას რა,მე მის ადგილზე ასე წყნარად ვერ ავიტანდი ბავშვის ისტერიკას და მერე ამ ვიღაც "დამცველის" პროვოკაციას,ასეთი რამ არ უნახია ვაჟბატონს თურმე,თვითონ გიჩივლებდი პოლიციაში,ან რა უნდა უჩივლოს ამ ქალს?საჩივლელი ბევრი მშობელი გყავთ რუსეთში და მაგათ მიხედეთ
19:18 / 05-09-2018
მარი
0
ამ კაცმა როგორ გაბედა და ეს ვიდეო გამოააშკარავა!ამ გოგოს შეუძლია უჩივლოს,რადგან ვიდეოში ჩანს ბავშვებიც და ქალიც!ამის უფლება კი არ ქონდა შანტაჟის მაძიებელ დიმიტრის!!!თავად რატომ არ ჩანს ვიდეოში???ახალგაზრდა დედის ადგილზე ყველა ვყოფილვართ!არც უცემია და არც უყვირის!არც ბავსვის უფლება დარღვეულა!ნაგვის გადაყრას ასწავლის ბავშვებს და აქ რა არის ცუდი?!რატომ ტირის ბავშვი ეგ ვერ მივხვდი?
00:23 / 23-06-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```