"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
1 / 2
Next
მაკა ხოხონიშვილი-ვასაძე 37 წლისაა და 10 შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

- 19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა, 21 წლის ასაკში მეორე მეყოლა და ასე მიჰყვა ერთმანეთს 10 შვილი. ექვსი გოგო და 4 ბიჭი მყავს.


- ბავშვების აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?

- ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა

უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, უფრო გამიჭირდა, განსხვავებული რეჟიმი აქვთ და ყველას უნდა შევუწყო ხელი.


- თითოეულ მათგანს თქვენ ეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში?

- სკოლაში შვიდი ბავშვი დადის, წარმოიდგინეთ, როგორ შევძლებ შვიდი ბავშვის მეცადინეობას? თავდაპირველად ვცადე, მაგრამ მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა ასე, მერე ძალიან ცუდად გავხდი, უძილობები დამეწყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასწავლებელი აგვეყვანა. ბავშვები საპატრიარქოს სკოლაში სწავლობენ. სწავლის საფასურს არ ვიხდით, მხოლოდ კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს ვანაზღაურებთ. ჯერ სკოლის ბავშვებს ვამზადებ, როცა სკოლაში მიდიან, ბაღის ბავშვებს ვუბრუნდები,მათაც ვამზადებ და მიმყავს ბაღში. საღამოს სანამ ყველა თავს

მოიყრის სახლში, ძალიან დაძაბული ვარ, უფროსებს ყოველ ერთ საათში ვურეკავ და ვკითხულობ, სად და როგორ არიან.

mshoblebi

- უფროსები რამდენად იღებენ პატარების აღზრდაში მონაწილეობას, გეხმარებიან?

- ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ მეხმარებიან. სკოლის გამო ძალიან დატვირთულები არიან, სკოლიდან მასწავლებლებთან, ცეკვაზე ან ხატვაზე მიდიან, როცა შინ ბრუნდებიან, უკვე ძალიან გვიანია. მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. დიდი ხანი არ არის, რაც დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ძალიან რთული ორსულობა მაქვს, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ამიტომ ის მეხმარება.


- თქვენი მეუღლე მუშაობს?

- წლები დედამთილთან და მამამთილთან ვცხოვრობდით. ძალიან ვიყავით უფროსებზე დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, ცხოვრების არაფერი გაგვეგებოდა. მერე მოხდა ისე, რომ დედამთილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბინის გაყიდვა გახდა საჭირო. ხუთი შვილით დავრჩით ღია ცის ქვეშ. დედამთილი და მამამთილი რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენ კი ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.


- უფროსები უკვე დიდები არიან, ხომ არ გიჭირთ თინეიჯერებთან ურთიერთობა? როგორ გადალახეთ გარდატეხის ასაკი?

- გადალახვით ჯერ არ გადაგვილახავს. ისევ გვაქვს გარკვეული სირთულეები, რაც ამ ასაკს ახასიათებს. იმედი მაქვ,ს ღვთის წყალობით ყველაფერს დავძლევთ და კარგ და წესიერ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. ეს ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანია.


- არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ 10 შვილის დედა სასურველი ფორმის და გარეგნობის შენარჩუნებას?

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე 

1 / 2
Next
84041
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (50)
grisha
0
ასეტ ხალხს უნდა გაუკეთოთ რეკლამა და არა კესოსნაირ გახრწნილებს გია ჯაჯანიძე შენ და მაია ასათიანო შენ და კიდევ ნანუკა შენც, ბოლოს და ბოლოს გაიხსენეთ ვისი გორისა ხართ? ჩვენი წინაპრები არ იყვნენ გარყვნილები და იმით მოიყვანეს დღემდე საქართველო თქვენ კი საქართველოს გენოფონდს უბიძგებთ გარყვილობისკენ, ღმეთის არ გეშინიათ?
13:37 / 14-01-2019
ტოტო
0
სტატიისაგან ასეთი სიამოვნება დიდი ხანია არ მიმიღია.დიდი ბედნიერებაა ასეთი ოჯახი. რა ღირსეული ქალბატონია.მეუღლეც მაგარი კაცია.
07:05 / 14-12-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```