"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
"ხანდახან არ სჯერათ, რომ 10 შვილი მყავს..." - როგორ ზრდის შვილებს 37 წლის მაკა ხოხონიშვილი
1 / 2
Next
მაკა ხოხონიშვილი-ვასაძე 37 წლისაა და 10 შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

- 19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა, 21 წლის ასაკში მეორე მეყოლა და ასე მიჰყვა ერთმანეთს 10 შვილი. ექვსი გოგო და 4 ბიჭი მყავს.


- ბავშვების აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?

- ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა

უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, უფრო გამიჭირდა, განსხვავებული რეჟიმი აქვთ და ყველას უნდა შევუწყო ხელი.


- თითოეულ მათგანს თქვენ ეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში?

- სკოლაში შვიდი ბავშვი დადის, წარმოიდგინეთ, როგორ შევძლებ შვიდი ბავშვის მეცადინეობას? თავდაპირველად ვცადე, მაგრამ მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა ასე, მერე ძალიან ცუდად გავხდი, უძილობები დამეწყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასწავლებელი აგვეყვანა. ბავშვები საპატრიარქოს სკოლაში სწავლობენ. სწავლის საფასურს არ ვიხდით, მხოლოდ კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს ვანაზღაურებთ. ჯერ სკოლის ბავშვებს ვამზადებ, როცა სკოლაში მიდიან, ბაღის ბავშვებს ვუბრუნდები,მათაც ვამზადებ და მიმყავს ბაღში. საღამოს სანამ ყველა თავს

მოიყრის სახლში, ძალიან დაძაბული ვარ, უფროსებს ყოველ ერთ საათში ვურეკავ და ვკითხულობ, სად და როგორ არიან.

mshoblebi

- უფროსები რამდენად იღებენ პატარების აღზრდაში მონაწილეობას, გეხმარებიან?

- ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ მეხმარებიან. სკოლის გამო ძალიან დატვირთულები არიან, სკოლიდან მასწავლებლებთან, ცეკვაზე ან ხატვაზე მიდიან, როცა შინ ბრუნდებიან, უკვე ძალიან გვიანია. მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. დიდი ხანი არ არის, რაც დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ძალიან რთული ორსულობა მაქვს, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ამიტომ ის მეხმარება.


- თქვენი მეუღლე მუშაობს?

- წლები დედამთილთან და მამამთილთან ვცხოვრობდით. ძალიან ვიყავით უფროსებზე დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, ცხოვრების არაფერი გაგვეგებოდა. მერე მოხდა ისე, რომ დედამთილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბინის გაყიდვა გახდა საჭირო. ხუთი შვილით დავრჩით ღია ცის ქვეშ. დედამთილი და მამამთილი რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენ კი ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.


- უფროსები უკვე დიდები არიან, ხომ არ გიჭირთ თინეიჯერებთან ურთიერთობა? როგორ გადალახეთ გარდატეხის ასაკი?

- გადალახვით ჯერ არ გადაგვილახავს. ისევ გვაქვს გარკვეული სირთულეები, რაც ამ ასაკს ახასიათებს. იმედი მაქვ,ს ღვთის წყალობით ყველაფერს დავძლევთ და კარგ და წესიერ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. ეს ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანია.


- არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ 10 შვილის დედა სასურველი ფორმის და გარეგნობის შენარჩუნებას?

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე 

1 / 2
Next
98085
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (57)
თამარი
0
ეს არის ბედნიერება.უფალმა დაგლოცოთ
18:10 / 19-04-2019
ავთო
0
გაგიმარჯოთ!
09:29 / 27-02-2019
ლელა
0
მრავალი შვილი ყველაზე დიდი სიმდიდრეა ოჯახისთვისაც და ქვეყნისთვისაც! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
00:35 / 25-02-2019
www -s
0
არა მგონია თქვენს შვილებს იმაზე მეტად უყვარდეთ ერთმანეთი, ვისრე ამ ქალბატონის... ის უკეთესი ადამიანი ჩანს, და იმიტომ... უფალი შეგეწიოთ, მაგრამ დედისერთა ეგოისტებს, სულ რომ ეფერებიან, ხანდახან სულ აღარ ახსენდებათ დედის ამაგი, სამწუხაროდ...
09:52 / 21-02-2019
www
11
რა ადვილად წერთ და ლაპარაკობთ, თქვენთვის ეს ადვილია, მაგრამ ბავშვისთვის არის ადვილი? ისე გავზარდე შვილები ერთი დღე არ მომიცილებია თვალიდან, ისე უყვარდა ცემს გოგონას ჩემ კალთაში ჩაჯდომა და ჩემს მკერდზე თავის მიდება, დედად მიწეპებულს ეძახდნენ. ჩემი ერთი სიტყვა და ორივენი სმენაზე იდგნენ. არაფერს არ ვაკლებდით, არცთეატრს, არც სანახაობებს, დაგვყავდა ყველგან სადაც ჩვენ ვიყავით, არ მახსოვს მათგან ჯიუტობა, რასაც ვასწავლიდი ტოველთვის მზად იყვნენ შეესრულებინათ, ჩემი გოგონა მერვე კლასში იყო სახლს ალაგებდა, გაკვეთილებს თავად სწავლობდა და არც კინოს და თეატრს არ იკლებდა. ყველგან დაყავდათ მამას, მინდოდა მესამე შვილი და ქმარმა მითხრა, გაგვიწირდება, ხომ ხედავ რამდენი ყურადღება ჭირდებათო, ,ათი მამა სამ ადგილზე მუშაობდა მათ რომ არაფერი მოკლებოდათ, ასე მრავალ შვილს ვინ გაუმკლავდებოდა. ახლა ქვეყანას თუ მოვიხმარდით, მაშინ 20 შეიძლებოდა გაგვეჩინა, მაგრამ მათ ეს სიყვარული და სითბო არ ექნებოდათ .18 წელიწადი ყოველ წელს განთიადში დავდიოდით, ორივემ ისე დაამთავრა სკოლაც და ინსტიტუციც ჩვენ არ ჩავრეულვართ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ყველა გაგეზარდოთ, ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ მე ამაც ვერაფრით ვერ გავრისკავდი.
12:46 / 18-02-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენ ლარს შეადგენს თქვენი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი?
```