"19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა..." მაკა ხოხონიშვილი-ვასაძე 37 წლისაა და 10 შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.
- 19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა, 21 წლის ასაკში მეორე მეყოლა და ასე მიჰყვა ერთმანეთს 10 შვილი. ექვსი გოგო და 4 ბიჭი მყავს.
- ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, უფრო გამიჭირდა, განსხვავებული რეჟიმი აქვთ და ყველას უნდა შევუწყო ხელი.
- სკოლაში შვიდი ბავშვი დადის, წარმოიდგინეთ, როგორ შევძლებ შვიდი ბავშვის მეცადინეობას? თავდაპირველად ვცადე, მაგრამ მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა ასე, მერე ძალიან ცუდად გავხდი, უძილობები დამეწყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასწავლებელი აგვეყვანა. ბავშვები საპატრიარქოს სკოლაში სწავლობენ. სწავლის საფასურს არ ვიხდით, მხოლოდ კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს ვანაზღაურებთ. ჯერ სკოლის ბავშვებს ვამზადებ, როცა სკოლაში მიდიან, ბაღის ბავშვებს ვუბრუნდები,მათაც ვამზადებ და მიმყავს ბაღში. საღამოს სანამ ყველა თავს მოიყრის სახლში, ძალიან დაძაბული ვარ, უფროსებს ყოველ ერთ საათში ვურეკავ და ვკითხულობ, სად და როგორ არიან.
- ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ მეხმარებიან. სკოლის გამო ძალიან დატვირთულები არიან, სკოლიდან მასწავლებლებთან, ცეკვაზე ან ხატვაზე მიდიან, როცა შინ ბრუნდებიან, უკვე ძალიან გვიანია. მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. დიდი ხანი არ არის, რაც დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ძალიან რთული ორსულობა მაქვს, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ამიტომ ის მეხმარება.
- წლები დედამთილთან და მამამთილთან ვცხოვრობდით. ძალიან ვიყავით უფროსებზე დამოკიდებული, შეიძლება ითქვას, ცხოვრების არაფერი გაგვეგებოდა. მერე მოხდა ისე, რომ დედამთილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბინის გაყიდვა გახდა საჭირო. ხუთი შვილით დავრჩით ღია ცის ქვეშ. დედამთილი და მამამთილი რაიონში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩვენ კი ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ.
- გადალახვით ჯერ არ გადაგვილახავს. ისევ გვაქვს გარკვეული სირთულეები, რაც ამ ასაკს ახასიათებს. იმედი მაქვ,ს ღვთის წყალობით ყველაფერს დავძლევთ და კარგ და წესიერ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. ეს ჩემთვის ყველზე მნიშვნელოვანია.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
- რაც შეეხება თავის მოვლას, ამისთვის ძალიან ცოტა დრო მრჩება, მაგრამ არასოდეს არსად, დაბადების დღე იქნება, ზეიმი თუ სხვა რაიმე წვეულება, მოუწესრიგებელი არ წავსულვარ.
- მართლაც ძალიან ლამაზი და ძალიან ახალგაზრდა დედა მყავს. ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს მისი თავი. ხალხში ყოველთვის დიდ ემოციებს იწვევს, როდესაც დედას ვეძახი. არ სჯერათ, რომ ნამდვილად ჩემი დედაა.
- მე ვერასდროს ვერ ვამჩნევ ჩემს თავს, თუ ასეთი პატარა შეხედულება მაქვს. ხალხს ყოველთვის აქვს რეაქცია ამაზე. თუნდაც გუშინ, ჩემი დისშვილის დაბადების დღეზე ვიყავით გასართობ ცენტრში მე და ჩემი უფროსი გოგო. წამოსვლისას გაიგო მომსახურე პერსონალმა, რომ მარიამის დედა ვიყავი და გადაირია ყველა. ჩემმა დამ, რომ აღნიშნა ათი შვილი ყავსო, ისეთი სახეები ჰქონდათ, მე ვფიქრობ ბევრმა არც დაიჯერა. ზოგადად ხშირად ხდება ასე, ძალიან ბევრს ხუმრობა ჰგონია.
მერი ბლიაძე